in

რეკლამა მონიტორზე, რომელშიც შენც მონაწილეობ – Outdoor Effect Georgia-სგან

სამყარო ელვისებური სისწრაფით ვითარდება, ახალი ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლიან თამაშის წესებს. ყოველი დღე სიახლეებითა და ინოვაციებით იწყება, შესაბამისად, უძრავად დგომა ნიშნავს ჩამორჩენას. ამ ტენდენციას ქართული კომპანიებიც მიჰყვებიან და ცდილობენ, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის მიმზიდველი ახალი ამბები შემოგვთავაზონ.

ერთ-ერთია Outdoor Effect Georgia, სარეკლამო კომპანია. თუკი თავისუფლების მოედანზე გაივლით, თვალს მოჰკრავთ დიდ, ინტერაქციულ 3D მონიტორს, რომელიც თავს რომელიმე SciFi ფილმში გაგრძნობინებთ. ადრე სარეკლამო მონიტორებს უბრალოდ შორიდან შევცქეროდით, დღეს კი შეგვიძლია, თავად გავხდეთ გამოსახულების მონაწილე. მაყურებელს შეუძლია, შინაარსი რეალურ დროში შეცვალოს: უპასუხოს კითხვებს, შეარჩიოს პროდუქტი, სქროლოს ობიექტები ეკრანზე. ეს აღარ არის მხოლოდ რეკლამა – ეს არის დიალოგი მაყურებელთან. მსგავსი ფუნქცია 3D მონიტორზე უნიკალურია მსოფლიოშიც კი.

სამომავლოდ გუნდი გეგმავს, რომ მონიტორს დაემატოს რეკლამის ეფექტურობის განმსაზღვრელი სტატისტიკაც: მონიტორზე ჩაშენებული სენსორები გააანალიზებენ აუდიტორიას – დათვლიან გამვლელთა რაოდენობას, დააფიქსირებენ მათ ყურადღებას შინაარსზე და გენდერულ შემადგენლობასაც კი განსაზღვრავენ. ასეთი მონაცემები რეკლამის განმთავსებლებს კამპანიების სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

2025 წლიდან რეკლამის ღირებულება კიდევ უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდა! განახლებული განფასების სისტემა ითვალისწინებს კლიენტების მრავალფეროვან საჭიროებებს: მცირე ბიზნესი და მსხვილი კორპორაციები ახლა შეძლებენ აირჩიონ მათთვის ოპტიმალური პირობები.

ქართულ კრეატიულ გუნდებთან პარტნიორობა აღებს ახალ კარს კონტენტის წარმოებაში. კლიენტები მიიღებენ უნიკალურ 3D ვიდეორგოლებს, რომლებიც შექმნილია ნულიდან, კონცეფციიდან საბოლოო რენდერამდე. ამავდროულად, მომსახურების ღირებულება უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.

Outdoor Effect Georgia ინოვაციებზე ორიენტირებული სარეკლამო კომპანიაა, რომელიც მომავალშიც დანერგავს ახალ ტექნოლოგიებს და თავის წვლილს შეიტანს ინოვაციური სამყაროს შენებაში.

[R]

Ritz-Carlton – ელეგანტურობისა და ფუფუნების ისტორია

რით ჩავანაცვლოთ ყოველდღიური ნივთები, რათა დავიცვათ გარემო?