ყოველ დეკემბერს, Spotify-ის გამომწერები მოუთმენლად ველით სოციალურ ქსელებში სპეციალურად ჩვენთვის „შეფუთულ“ წლის შეჯამებას. სახელადაც ასე ჰქვია – Spotify Wrapped. მუსიკალური სტატისტიკა ასე ორიგინალურად ჯერ არავის „შეუფუთავს“. კაშკაშა მწვანე, ვარდისფერ, იასამნისფერ და ნარინჯისფერ ტონებში გადაწყვეტილი ვიზუალები გვამცნობენ, რას და რა სიხშირით ვუსმენდით 2022 წელს.
ამ ფართოდ გავრცელებული მარკეტინგული კამპანიის წარმატება, AMV BBDO-ს კრეატიული პარტნიორის, ტიმ რაილის თქმით, განპირობებულია ერთი რამით: „ის გვესაუბრება იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავს სამყაროში – ჩვენზე“.
წლევანდელი კამპანია კიდევ უფრო ინდივიდუალური გახდა „მოსმენის პერსონალიების“ დანერგვით, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლება ჩვენი მუსიკალური განწყობა დღის განმავლობაში. გარე რეკლამის კუთხით ასევე გაძლიერდა ინტერაქციულობა, ვიქტორინები, სიტყვების ძიებისა და ა.შ.
ბილბორდები მართლაც შთამბეჭდავი იყო. მაგალითად, ერთ-ერთი გვიყვებოდა ადამიანზე, რომელმაც სიმღერა Sorry 42-ჯერ ჩართო წმ. ვალენტინის დღეს.
თუ დააკვირდებით, Spotify-ის ამ კამპანიამ მიაღწია იმას, რომ ახალი წლის მოახლოებისას, კოკა-კოლას საზეიმო სატვირთო მანქანებისა და საშობაო რეკლამების პარალელურად, Wrapped შედეგებსაც ველით. ეს კი ნიშნავს, რომ კამპანია ნამდვილად მუშაობს.
Spotify არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ბრენდიდან, რომელიც აღიარებს და წარმატებით იყენებს გარე რეკლამის პოტენციალს. ეს მართლაც სასარგებლო მედიუმი ჯერაც საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანს.
წყარო: TheDrum