in

რა სარგებელი მოაქვს ბიზნესისთვის „აუთსორს“ ბუღალტრულ მომსახურებას?!

ბიზნესს, სულ უფრო მეტად სჭირდება „აუთსორს“ ბუღალტრული მომსახურება. საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში, ამ სერვისით, დღეს, ძალიან ბევრი კომპანია სარგებლობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო თუ ფინანსური რესურსი, შეამცირონ ხარჯები.

დაზოგავთ დროს, ფულს და შეამცირებთ ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს სარგებელი ნებისმიერი ბიზნესის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

მიიღებთ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე წვდომას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან 

„მნიშვნელოვანია, რომ იღებთ ინფორმაციას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. სწორედ ეს არის „აუთსორს“ ბუღალტრული მომსახურების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი – მუდმივი წვდომა ყველა საჭირო დოკუმენტთან და „რეპორტებთან“ – ერთადერთი, რაც გჭირდებათ, ინტერნეტ კავშირია. ეს ფინანსურ მონაცემებსა და ჩანაწერებზე მყისიერი წვდომის საშუალებას გაძლევთ. ფინანსების სრული ხედვით, მეტად თავდაჯერებული ხართ და უფრო გააზრებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს იღებთ“.

მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე 

კიდევ ერთი სარგებელი, რასაც „აუთსორს“ ბუღალტერია ბიზნესს სთავაზობს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის ცოდნაა. სპეციალისტების თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესი მზარდია, სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას ინარჩუნებს, თუ გარკვეულ პრობლემებს განიცდის – ფინანსების ანალიტიკის ფლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„როგორც ბიზნესის მფლობელი, მუდამ თავდაჯერებული უნდა იყოთ მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილებების სისწორეში. „აუთსორს“ ბუღალტრული მომსახურებისას, გარანტირებული გაქვთ კომპანიაზე და მის საჭიროებებზე მორგებული „რეპორტინგი“. კიდევ ერთი სარგებელი ამ სიტუაციაში – მუდამ გაქვთ შესაძლებლობა, გაესაუბროთ პროფესიონალთა გუნდს და მიმართოთ თქვენთვის აქტუალური ნებისმიერი შეკითხვით“.

დაიცავთ ფინანსების კონფიდენციალურობას 

„აუთსორს“ ბუღალტერია, კომპანიას, საშუალებას აძლევს ფინანსების კონფიდენციალობა დაიცვას. რაც უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს წვდომა თქვენს ფინანსებთან – მით უკეთესია.

„სწორედ ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი რამ „აუთსორს“ ბუღალტრულ მომსახურებაში. დარგის პროფესიონალების მიერ გამოყენებული საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და მესამე პირებთან გაზიარებისგან 100%-იანი დაცულობა“.

გააკონტროლებთ ხარჯებს და თავიდან აიცილებთ ჯარიმებს, გადასახადების გამო

ხარჯის კონტროლი და გადასახადების გამო ჯარიმების თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. სპეციალისტების თქმით, „აუთსორს“ ბუღალტერია, კომპანიას, ამ საკითხების დარეგულირებაშიც ეხმარება.

„ნებისმიერ ბიზნესს აქვს ხარჯები, გადასახადები და საოპერაციო დანახარჯები. ბუღალტრული ფირმა გააანალიზებს თქვენი ბიზნესის ხარჯის ტენდენციებს და მუდმივად მოგცემთ რჩევას, როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე არასაჭირო დანახარჯები. „აუთსორს“ ბუღალტრული კომპანიის გუნდი თვის, კვირის და დღის ჭრილში უყურებს თქვენს დანახარჯებს და ამ თვალსაზრისით,  მნიშვნელოვანი ინფორმაციის დანახვა შეუძლია. ბუღალტრული კომპანია ძალიან დიდ როლს თამაშობს ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის პროცესში, ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში კი დაგეხმარებათ მის გადაწყვეტაში.

რაც შეეხება გადასახადების გამო ჯარიმების თავიდან აცილებას – ბიზნესი ხშირად უშვებს შეცდომას, როდესაც საქმე საგადასახადო რეგულაციებს და მის განახლებებს ეხება. სანდო მრჩეველი, ამ შემთხვევაში „აუთსორს“ ბუღალტრული კომპანია, მუდმივად მოგაწვდით პროფესიონალურ რჩევას, რისი წყალობითაც მსგავსი ხარჯი მინიმუმამდე დავა, ხოლო სარგებელი – მაქსიმალურად გაიზრდება. საგადასახადო დეკლარაციების სწორად შედგენა და დროულად გადაგზავნა თქვენს ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღნიშნულ სარგებელს ადგილი მაშინ აქვს, როდესაც საქმეს პროფესიონალი ასრულებს. კომფორტის შემქმნელ სხვა გარემოებებს შორის ისიც არის, რომ თქვენი კომპანიის საქმიანობისა და ბიზნეს პროცესების ბუღალტრული აღრიცხვა, საქართველოს შესაბამის (მათ შორის საგადასახადო) კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაშია, რაც საგადასახადო რისკს, პრაქტიკულად, გამორიცხავს“.

 

[R]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ნატახტარში, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა რთული გადაწყვეტილება სწრაფად გვაქვს მისაღები?