in

როგორ დავძლიოთ იმპოსტერის სინდრომი სამსახურში

M2
M2

სამსახურში დაშვებული შეცდომები ხშირად იწვევს ნეგატიური აზროვნების ციკლს, რომელიც პროფესიულ თავდაჯერებულობას უქმნის საფრთხეს. ეს უარყოფითი შინაგანი დიალოგი ხშირად მოიცავს ისეთ აზრებს, როგორიცაა „არ ვარ საკმარისად კომპეტენტური“ ან „ვერ ვართმევ თავს ჩემს საქმეს“.

სპეციალისტების აზრით, თაღლითის სინდრომი – როდესაც ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ უნარებს წარმატების მიუხედავად – განსაკუთრებით გავრცელებულია ქალებსა და მარგინალიზებულ ჯგუფებში. ამ ნეგატიური სპირალის შეწყვეტისთვის ეფექტური მეთოდები არსებობს.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია როგორც გამოსავალი

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ბევრისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად იქცა ნეგატიური შინაგანი დიალოგის დასაძლევად. ბეკის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯუდით ბეკი განმარტავს, რომ თერაპიის პროცესში ხდება ნეგატიური აზრების იდენტიფიცირება, მათი სიზუსტის შეფასება და უფრო რეალისტური პერსპექტივების ჩამოყალიბება.

რენდოლფის საჯარო სკოლებმა, ბოსტონის გარეუბანში, დანერგეს CBT-ზე დაფუძნებული პროგრამები, რომელთა მიზანია მოსწავლეებში თავდაჯერებულობის გაზრდა. განვითარებისა და სტუდენტური სერვისების უფროსი ალფა სანფორდი ამბობს, რომ მათი მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ აზროვნება, რომ მათ შეუძლიათ თავდაჯერებულად იმოქმედონ.

საინტერესოა, რომ სპეციალური განათლების დირექტორის მოადგილე ქრისტინ ბრინკი აღმოაჩენს, რომ ეს მეთოდები მას ისევე სჭირდება, როგორც მოსწავლეებს. ახალგაზრდა ადმინისტრატორად ყოფნისას, ისიც ხშირად განიცდის თაღლითის სინდრომს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შემდეგ ნანობს.

ნეგატიურზე ფოკუსირების ევოლუციური საფუძვლები

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ნეგატიურზე ფოკუსირებას ევოლუციური საფუძვლები აქვს. ადრეულ ადამიანებს სჭირდებოდათ საფრთხის წინასწარ განჭვრეტა გადარჩენისთვის. თუმცა, მუდმივად ნეგატიურზე კონცენტრირება არაჯანსაღია. ალბერტ ელისის ინსტიტუტის დირექტორი კრისტენ დოილი აღნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად ფილტრავენ დადებით უკუკავშირს, ამცირებენ მიღებული აღიარების მნიშვნელობას და ზედმეტად უსვამენ ხაზს შეცდომებს.

პრაქტიკული სტრატეგიები ნეგატიური აზრების გადასაფორმულებლად

დამაზიანებელი აზრების შესაცვლელად პირველი ნაბიჯია მათი იდენტიფიცირება და გადამოწმება. კარგი იქნება დავსვათ კითხვები: „რა არის ჩემი ძლიერი მხარეები?“ და „რატომ ამიყვანეს?“. ასევე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რას ნიშნავს ჩვენთვის „საკმარისად კარგი“.

ნიუ-იორკელი მასწავლებელი კეთრინ მეისონი იხსენებს, როგორ გაუჩნდა მას ნეგატიური აზრები, როდესაც გაკვეთილის გეგმის გადახედვა სთხოვეს. შიშით მოქმედებით, მან მთელი გეგმა გადაწერა, მაშინ როცა მხოლოდ მცირე ცვლილებები იყო საჭირო. ახლა იგი აზრებს უფრო კრიტიკულად აანალიზებს, სანამ ფორიაქს დაიწყებს.

სან-ფრანცისკოს Bay Area CBT Center-ის ფსიქოლოგი ებიგაილ ლევი იყენებს კრეატიულ მიდგომებს, როგორიცაა ნეგატიური წინადადებების უკუღმა წაკითხვა, სიტყვების დათვლა ან ფრაზების ღრუბელზე დაწერა, რაც კლიენტებს ეხმარებათ, შეამცირონ ამ აზრების ზეგავლენა.

საინტერესოა რენე ბეიკერის შემთხვევა. არქიტექტურის სტუდენტობისას, პროფესორების მკაცრმა კრიტიკამ მასში ხანგრძლივად წარმოშვა იმპოსტერის სინფრომი. თერაპევტთან მუშაობის შედეგად, მან შეძლო დამაზიანებელი რწმენა-წარმოდგენების დამუშავება და ნეიტრალური აზრებით ჩანაცვლება. დროთა განმავლობაში, იგი უფრო თავდაჯერებული გახდა საკუთარი იდეების გაზიარებაში.

პოზიტიური ალტერნატივების ძიება

კარგი იქნება გავიხსენოთ შემთხვევები, როდესაც ჩვენი სამუშაო დაფასდა. ასევე მნიშვნელოვანია, გადავაფასოთ ჩვენი დამოკიდებულება სხვების მიმართაც. რენდოლფის საჯარო სკოლების სოციალური მუშაკი ელეანორ ფორბსი ეხმარება პედაგოგებს, განსხვავებულად შეხედონ მოსწავლეთა ქცევას. მაგალითად, „მანიპულირების“ ნაცვლად, აღიქვან ეს როგორც „გადარჩენის უნარების“ გამოყენება.

ასევე, შეგიძლიათ შეაგროვოთ მზა ფრაზები, რომლებსაც უარყოფითი აზრების დროს გამოიყენებთ: „დღეს ბევრი კარგი არჩევანი გავაკეთე“ ან „ხვალ შეგვიძლია კიდევ ვცადოთ“. ამ მიდგომით ხელმძღვანელობით, ის საკუთარ თავს ეუბნება: „მე ამას ვართმევ თავს. გადავდგამ ერთ ნაბიჯს ყოველ ჯერზე“.

წყარო: Fastcompany

რესტოგიდი – ციფრული გზამკვლევი „ბორჯომისგან“

რატომ ვერ იტანს ზოგი ადამიანი თქვენს წარმატებას? — „მაღალი ყაყაჩოს სინდრომი“