in

როდის არის თავდაჯერებულობა კარგი და როდის – ზედმეტი პასუხისმგებლობა?

როგორ ვექცევით ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანებს? ვაჯილდოებთ, ვაწინაურებთ და დიდ პატივს ვცემთ? თუ პირიქით – არ ვენდობით და მათთან თანამშრომლობას თავს ვარიდებთ? ახლა გიამბობთ კვლევაზე, რომელიც აჩვენებს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ გამოხატავს ამ თავდაჯერებულობას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თავდაჯერებულობის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა ვერბალური გზა – როდესაც ადამიანი, საკუთარი მოსაზრების სიზუსტეს პროცენტებით ზომავს („90%-ით დარწმუნებული ვარ“), ან ხაზს უსვამს თავის უპირატესობას, სხვებთან შედარებით („ტოპ-10%-ში ვარ“). კვლევის დიდი ნაწილი ზედმეტი თავდაჯერებულობის ვერბალურად გამოხატულ მაგალითებს ეთმობა, რადგან მათი შედარება, ფაქტობრივ მაჩვენებლებთან და რეალურ შედეგებთან, ძალიან მარტივია.

თუმცა, ეს თავდაჯერებულობის არც ერთადერთი და არც ყველაზე ხშირი გამოხატვის საშუალებაა. არსებობს არავერბალური გამოხატვის გზები, მაგალითად, სხეულის ენა და საუბრის ტონი, რითიც ადამიანები ხაზს უსვამენ საკუთარ თავდაჯერებულობას. მაგალითად, საკუთარი უპირატესობისა და დომინანტობის დასამტკიცებლად, საუბრობენ გაბედულად, სწრაფად და ხმამაღლა, თანაც დასაწყისშივე ხაზს უსვამენ – „ჩემი აზრით“, „მე მგონია“. უფრო დამაჯერებლები რომ იყვნენ, თავსაც ხშირად აქნევენ, მტკიცების ნიშნად, ამით კი ცდილობენ თავისი ძალა წარმოაჩინონ და ამაში სხვებიც დაარწმუნონ. თუმცა, თავდაჯერებულობის არავერბალური გზების გამოყენება სხვადასხვაგვარად აღიქმება, არსებობს განსხვავებული კულტურა და კონტექსტი – თავდაჯერებული ადამიანის ასეთ საუბარსა და ქცევას, შესაძლოა, აბსოლუტურად საპირისპირო, უარყოფითი ინტერპრეტაცია მოჰყვეს.

მოდით, ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

თავდაჯერებულობის გამოხატვის ვერბალურიც და არავერბალური გზაც შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური ყურადღების მისაქცევად და გუნდის წევრებზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ერთ-ერთი ჰიპოტეზის მიხედვით, ადამიანებს თავდაჯერებულობა სჭირდებათ, იმისთვის, რომ იცოდნენ, რამდენად დარწმუნებულები უნდა იყვნენ საკუთარ შესაძლებლობებში. თუმცა, აუცილებელია, ეს სწორად მოგვაწოდონ ჩვენ, გარშემომყოფებს – თავდაჯერებული ადამიანის მოსმენისას, ველოდებით, რომ მისი ნათქვამი გამართლდება და ყველაფერი, რაზეც თავდაჯერებულად ისაუბრა, ფაქტებითაც დადასტურდება.

თუმცა, ზოგჯერ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ინფორმაცია, რომელსაც ძალიან თავდაჯერებული ადამიანი გვთავაზობს, აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენს ხელთ მანამდე არსებული მონაცემებისგან და სამწუხაროდ, სიმართლესაც არ შეესაბამება. მაგალითად, თავდაჯერებული ადამიანი პირდაპირ გვეუბნება – „დარწმუნებული ვარ“, „ზუსტად ვიცი“, ან მისი სხეულის ენა მიგვითითებს ამაზე, ჩვენც ვიჯერებთ. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ის აჭარბებდა და ჩვენც შევცდით.

არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც, გუნდში ზედმეტი თავდაჯერებულობა ისე არ ვნებს ერთი პიროვნების რეპუტაციას – თუ ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებული იყო, შემდეგ კი გაირკვა, რომ ცდებოდა და ვერც დავალება შეასრულა სათანადოდ, მისი სოციალური სტატუსი, გუნდში, ძალიან არ დაეცემა. მკვლევარების აზრით, ზედმეტი თავდაჯერებულობა „სტატუსის ნებისმიერ შესაძლო ღირებულებას გადაწონის“.

თუმცა, არსებობს საპირისპირო კვლევებიც – შეისწავლეს სამსახურის მაძიებელთა და აპლიკანტების ვიდეო-გასაუბრებები, სამოტივაციო წერილები. აღმოჩნდა, რომ მათი საქმიანი რეპუტაცია, ვინც ხაზს უსვამდა საკუთარ თავდაჯერებულობას, მოგვიანებით ძალიან შეირყა, ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ. მკვლევარების თქმით, მეტი თავმდაბლობა რომ გამოეჩინათ, მათი რეპუტაციისთვის ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.

ახლა რაც შეეხება იმ კვლევას, სტატიის დასაწყისში რომ ვახსენეთ – უფრო ზუსტად, ეს არის კვლევების სერია, რომელიც Journal of Personality and Social Psychology-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორები (Elizabeth R. Tenney, Nathan Meikle, David Hunsaker) მუშაობდნენ იმის დასადგენად, როგორ აღმოჩნდა ზედმეტი თავდაჯერებულობა ხელის შემშლელი და შემაფერხებელი ფაქტორი. არა და, ამ მკვლევარებს შორისაც კი მოიძებნებოდნენ ისეთები, ვინც ფიქრობდა, რომ თავდაჯერებულობა ეს მხოლოდ დადებითი შტრიხი იყო.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი კანონზომიერება: როცა კვლევა პირადი კომუნიკაციის სახით ტარდებოდა, რესპონდენტები, თავდაჯერებულობას, ძირითადად, არავერბალური გზით გამოხატავდნენ, ვიდეოებსა და ჩანაწერებში კი – ვერბალური გზით. ჩვენ შევამოწმეთ, განსაზღვრავს, თუ არა თავდაჯერებულობის გამოხატვის ფორმები მის შედეგებს.

პირველი კვლევისას, 444 „ონლაინ“ მონაწილეს (აშშ) ვთხოვეთ, დავალებაზე ერთობლივად სამუშაოდ, ორი, თავდაჯერებული და თავშეკავებული კანდიდატიდან ერთ-ერთი აერჩიათ. უმრავლესობამ საკუთარ თავში დაჯერებული კანდიდატი შეარჩია. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ თავდაჯერებულობას ისინი ვერბალურად გამოხატავდნენ, თუ – ქცევით. შემდეგ, კვლევის მონაწილეებს მივეცით ინფორმაცია არჩეული პარტნიორების თავდაჯერებულობის ეფექტურობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ თავიანთი თავდაჯერებულობის მიუხედავად, წინასწარ შერჩეული დავალების შესასრულებლად, ყველა კანდიდატს [მათ შორის თავშეკავებულებსაც] თანაბრად, საშუალო შესაძლებლობები ჰქონდა.

ამის შემდეგ შეიცვალა არხი, რომლითაც კანდიდატები თავდაჯერებულობას გამოხატავდნენ – თუ რომელიმე თავდაჯერებულობას პირდაპირ, ვერბალურად გამოხატავდა, ეს მის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებდა და მაშინვე კარგავდა უპირატესობას. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ასეთი პარტნიორები უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეარჩია, ვიდრე – თავშეკავებულები. თუ კანდიდატი არავერბალურად გამოხატავდა თავდაჯერებულობას, ეს მათი უპირატესობა აღმოჩნდა.

ეს კვლევა ჩავატარეთ როგორც ქალებში, ის – მამაკაცებში და მათ ორი სხვადასხვა ტიპის დავალება მივეცით. პირველი – IQ-ს ტესტი. მეორე – მათ უნდა ამოეცნოთ უცნობი ადამიანის ასაკი, ფოტოს მიხედვით. აღმოჩნდა, რომ თავდაჯერებულობა, მომგებიანი, მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო. როცა კანდიდატი მათ მოლოდინს ვერ ამართლებდა, საკომუნიკაციო არხი, ერთობლივი მუშაობისთვის გუნდის წევრის შესარჩევად, გადამწყვეტი ფაქტორი ხდებოდა.

ამ კვლევის განმეორებითი ცდა ბაკალავრიატის პროგრამის 256 სტუდენტზე ჩავატარეთ. აქედან, ნაწილს საშუალება ჰქონდა, პირადად შეხვედროდა კანდიდატ(ებ)ს, დაესვა შეკითხვები და მათი სხეულის ენას და ქცევებს დაკვირვებოდა. და მხოლოდ ამის შემდეგ აერჩია გუნდის წევრი. მეორე ნაწილს კი დისტანციურად უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ანუ წაიკითხეს და ნახეს, კანდიდატების, ის ვერბალური გამოხატულება/ქცევა, რაც კვლევის პირველი ეტაპის აპლიკანტებმა. აქედან შედეგები კიდევ უფრო გამყარდა.

რატომ შეიძლება საკომუნიკაციო არხი იყოს ასეთი მნიშვნელოვანი იმის განსასაზღვრად, არის თუ არა ზედმეტი თავდაჯერებულობა სოციალური პასუხისმგებლობა. გამოხატვის არავერბალური გზის თავისებურება ისაა, რომ არც ისეთი მკაფიო და მარტივად გასაყალბებელია, როგორც ვერბალური. ისიც შევისწავლეთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს კვლევის შედეგებზე.

ახლა 462 მონაწილეს ვთხოვეთ, შეერჩიათ პროექტის თანაავტორი, როგორც ეს ამ დიდი კვლევის პირველ ეტაპებზე გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ კანდიდატებს არ ჰქონდათ დადებითი შედეგები. როგორც შემდეგ გავიგეთ, მათ ღიად თქვეს, რომ ვერ შეასრულებდნენ მიცემულ დავალებას, მათ უკვე აღარ ჰქონდათ  უწინდელი თავდაჯერებულობა. კვლევის მონაწილეები გაკვირვებულები დარჩნენ, როცა შეიტყვეს, რომ თავიანთი თავდაჯერებულობა უფრო მეტმა კანდიდატმა [მანამდე] არავერბალურად გამოხატა, ვიდრე – ვერბალურად.

კვლევის შემდეგ ეტაპზე  ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საკომუნიკაციო არხი საკვანძო როლს თამაშობს დამაჯერებელ უარყოფაში. ამჯერად, გამოვიყენეთ პარადიგმა „მოსამართლე-კონსულტანტი“. საბაკალავრო პროგრამის 302 სტუდენტს, რომელთა უმრავლესობა ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა, ვთხოვეთ, ყოფილიყვნენ მენეჯერის როლში და შეეფასებინათ კონსულტანტები – მათ ვაჩვენეთ ვიდეოები, სადაც კანდიდატები გამოხატავდნენ თავიანთ თავდაჯერებულობას ან იკავებდნენ თავს შეთავაზებული სამუშაოს შესრულებაზე. კვლევის მონაწილეებს მოვასმენინეთ როგორც ვერბალური, ისე არავერბალური გზით (ვიდეოს გამოვურთეთ ხმა) გამოხატული თავდაჯერებულობა/თავშეკავებულობა.

კვლევის ამ ნაწილმაც იგივე შედეგები მოგვცა, რაც წინა ეტაპებზე გვქონდა – თავდაჯერებულობა, იმის მიუხედავად, რა ფორმით გამოხატავდნენ მას კანდიდატები, დადებითად აღიქმებოდა. თუმცა, მხოლოდ იქამდე, სანამ არ დადგინდებოდა, რომ რეალურად, ისინი დაკისრებულ სამუშაოს ვერ შეასრულებდნენ. როგორც კი ეს გაირკვა, ბუნებრივია, კანდიდატების რეპუტაცია დაზარალდა. მათ კი, ვინც თავდაჯერებულობა არავერბალურად გამოხატა, პირვანდელი უპირატესობა არ დაუკარგავთ.

კვლევის შედეგი ასეთია – ზოგს სჯიან თავდაჯერებულობის გამო და ამას უარყოფით შტრიხად უთვლიან, ზოგს კი პირიქით – დადებითად უფასებენ ამ თვისებას. რთულია, ადამიანებს დააკისრო პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საკუთარ ცოდნას თუ უნარებს თავდაჯერებულად წარმოაჩენენ. მთავარია, ამოიცნოთ ზედმეტი თავდაჯერებულობის სიგნალები, – პირდაპირ დგომა, ხმამაღალი ლაპარაკი, დომინანტობა საუბრისას. თუ ეს ყველაფერი გეცოდინებათ, თქვენზე გავლენას ვერავინ მოახდენს. შეცდომა რომ თავიდან აიცილოთ, პოტენციურ/მომავალ კოლეგას შეგიძლიათ ისიც ჰკითხოთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია დავალების შესასრულებლად, ჩამოათვლევინოთ უნარ-ჩვევები, შემდეგ კი ისინი პრაქტიკაში შეამოწმოთ.

წყარო: HBR



ზუსტად 1 წუთით – დატკბი ცხოვრების გიჟური ორომტრიალით

Microsoft-ის 2-ეკრანიანი ტელეფონი, მალე, გასაყიდად გამოვა!