თანამედროვე სამყაროში ადვილია, მუდმივ დაღლილობასა და გადაწვას ვგრძნობდეთ. ნეგატიური ინფორმაციის უწყვეტი ნაკადითა და კომპიუტერის ეკრანზე „არეკლილი“ ვალდებულებებით რთულია, ყოველთვის ოპტიმისტური განწყობა შევინარჩუნოთ. მართალია, ზოგჯერ მათი იგნორირებით დროებით მაინც ვახშობთ უარყოფით ემოციებს, მაგრამ ამას თავისი წილი პრობლემები სდევს თან.
Esther Rou Jiao-ს მიერ შექმნილი ანიმაცია, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟანრს ეყრდნობა, სწორედ გადაწვის წინაპირობებს აერთიანებს. მთავარ გმირად ერთი პერსონაჟი გვევლინება — მისი განსაკუთრებულად გამოკვეთილი თვისება კი უსიამოვნო გრძნობებისგან „მყისიერი გათავისუფლებაა“. ასე მხოლოდ დროებით სარგებელ იღებს, შესაბამისად, ფარულად კარგავს ინტერესებს, მთავარ მიზანსა და ბედნიერებას.