ზოგადად, ყურსასმენები, რომლებიც ხმებს ყურის დაფის გვერდის ავლით გვაწვდის და ამას ე. წ. ძვლის ვიბრაციების მეშვეობით ახერხებს, ტრადიციულთან შედარებით, გამორჩეულ უპირატესობას გვთავაზობს, ეს კი ინოვაციური ტექნოლოგიის დამსახურებაა. მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მუსიკის მოსმენისას გარემოს კვლავ უკავშირდებოდნენ. სწორედ ამიტომ აქვს მსგავსი დიზაინი, უშუალოდ ყურში კი არ თავსდება, არამედ ზემოდან მაგრდება.
ხოლო, Oladance-ის OWS Pro სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ეს გამოცდილება შეცვალოს. თუ გარემოსთან კავშირი არ გსურთ, მაშინ Focus Mode-ის ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ, რითაც აუდიო გამოცდილება კიდევ უფრო უმჯობესდება — იგი ჭკვიანი სენსორებით ქალაქში სეირნობისას ურბანულ ხმაურს ბლოკავს. თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი ხმის ხარისხის ხარჯზე ხდება, პირიქით, ყურსასმენში ბრენდის მეორე თაობის Virtual Bass-ის აუგმენტური ალგორითმი და გამაძლიერებელი ჩიპებია მოთავსებული, რათა გამორჩეული ბასის ნოტები შემოგვთავაზოს და ასე მთლიანი ხმის გამოცდილებაც გააუმჯობესოს.
და თუ დარეკვა მოგინდებათ, OWS Pro-ს მიკროფონებს ნებისმიერი ხმის ჩახშობა შეუძლია. დამატებითი კომფორტისთვის მსუბუქი, სილიკონის ყურსასმენი თქვენს ყურზეც მარტივად მაგრდება. ხოლო, თუ სმენასთან დაკავშირებული საკითხები გაღელვებთ, ბრენდი Super Smart Bone-ის ტექნოლოგიას გთავაზობთ, რომელიც თქვენს სმენით უჯრედებს აკვირდება და შესაბამისადაც არეგულირებს ხმას.
თუმცა ეს უბრალო კონცეფცია არ გეგონოთ, OWS Pro-ს შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია.