in

Oxford Languages-მა წლის სიტყვად rizz დაასახელა!

Oxford Languages-მა 2023 წლის სიტყვად „rizz“ აირჩია — პოპულარული ჟარგონი, რომელიც ასე განიმარტება: სხვების მიზიდვის უნარი ხიბლისა და სტილის საშუალებით. ეს თანამედროვე ჟარგონი უხვად გვხვდება სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტომ ჰოლანდმა საკუთარ „რიზზე“ ისაუბრა ინტერვიუში.

bog
bog-mob

„Rizz“ ასევე გამოიყენება, როგორც ზმნა: rizz up, რაც ნიშნავს ვინმეს მოზიდვას ან მოხიბვლას. ვინაიდან მიმდინარე წელი პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებას და ამ მიმართულებით, ქარიზმის მოზიდვას ეთმობოდა, rizz ლოგიკურად ეხმიანება მიმდინარე ტენდენციებს. ცოტა ხნის წინ Tinder-მა საკუთარ რედიზაინსაც კი rizz-first უწოდა.

მოკლედ, rizz-მა გაამართლა თავისი სახელი, მოიხიბლა ხალხი და წლის სიტყვაც გახდა… მან არა მხოლოდ მოიპოვა ოქსფორდში 32000-ზე მეტი ხმა, არამედ Merriam-Webster-ის 2023 წლის სიტყვის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

ამასთანავე, ოქსფორდი წლის სიტყვად განიხილავდა Promt-ს, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის აღზევებასთან და ამ მოწინავე სისტემების მუშაობაში ადამიანის ჩართულობასთან. ამასთანავე, წლის პოტენციურ სიტყვად შეირჩა Swiftie, რაც ტეილორ სვიფტის გარშემო არსებული კულტურის ძლიერ გავლენას ასახავს.

რეალურად, ეს სიტყვები არა მხოლოდ ასახავს ენობრივ ტენდენციებს, არამედ ასახავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განვითარებადი დინამიკის სურათს…

საქართველოს ბანკის ახალი დიზაინპრინციპები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად

წიგნები, რომლებიც მოგზაურობას უხდება