in

ოქსფორდის უნივერსიტეტის ტრენერები საქართველოში ორდღიან სემინარს – Personal Growth & Leadership, გამართავენ, ბრიტანული უნივერსიტეტის სპეციალური მოწვევით

ბრიტანულ უნივერსიტეტს საქართველოში (BUG)  2-3 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მსოფლიო ექსპერტები well being-ის მიმართულებით, Roddy Bray და Mary-Jane Newton-ი ეწვევიან და აბიტურიენტებისთვის ორდღიან ტრენინგს – Personal Growth & Leadership, ჩაატარებენ.

რენინგი განკუთვნილია მხოლოდ, ბიზნესისა და პოლიტიკის მიმართულებებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის და მიზნად ისახავს, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, საჭირო უნარ – ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. 

ესიები აბიტურიენტებს დაეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, პერსონალურ ზრდასა და ლიდერული უნარების გამომუშავებაში, რაც მომავალში, მათი კარიერული წარმატების წინაპირობაა.

Personal Growth & Leadership-ს ასევე დაესწრება და აბიტურიენტებს შეხვდება ბუკინგემის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

ღნიშნული პროექტის საქართველოში, კერძოდ BUG-ში განხორციელების იდეა ემთხვევა ბრიტანული უნივერსიტეტის მისიას – იყოს თანამედროვე პლატფორმა მომავლის ლიდერების აღსაზრდელად.

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში, 2020 წელს, ბუკინგემის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაარსდა და ბრიტანელი პარტნიორების მიერ ვალიდირებულ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.  Სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტები ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, საერთაშორისო აღიარების ბუკინგემის დიპლომსაც იღებენ.

ბრიტანული უნივერსიტეტის კამპუსში, Personal Growth & Leadership-ზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, ამ ბმულის საშუალებით.

[R]

Wix – მარტივი ვებგვერდების მრავალმილიონიანი პლატფორმა

შექმნეს ახალი ამბების შემაჯამებელი AI პლატფორმა — Particle News