in

„რადისონ ბლუ თბილისში,” მე-18 სართულზე, ახალი „ოქსიჯენ ბარი” გაიხსნა

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას” მე-18 სართულზე განახლებული ბარი „Oxygen” გაიხსნა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ საავტორო კოქტეილები და აზიური სამზარეულო ქალაქის პანორამული ხედების ფონზე. განსაკუთრებულ კონცეფციას სრულყოფილად აქცევს ბარის დიზაინი, რომელიც „10:10 Interiors“ ეკუთვნის. ინტერიერის ნაწილია, ასევე, თამარა კვესიტაძის მიერ სპეციალურად ამ ბარისთვის შექმნილი ქანდაკება.

17:00-01:00 საათამდე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შიდა, ასევე გარე ტერასული სივრცით. გამწვანებულ ტერასაზე სტუმრებს საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეები და ქეთი დავლიანიძის მიერ მოხატული კედლები დახვდებათ, რომელიც თბილისის პეიზაჟს ასახავს. შიდა და ტერასული სივრციდან ასევე იშლება პანორამული ხედები თბილისზე.

2024 წელს სილქ ჰოსფითალითის ბარმენეჯერი და სხვა წარმომადგენლები სპეციალურად გაემგზავრნენ გერმანიაში, სადაც დაესწრნენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენას „Bar Convent Berlin” სასმელებისა და ბარის ინდუსტრიაში. სწორედ ამ გამოცდილების შემდგომ შეიქმნა სპეციალური კოქტეილების მენიუ, რომელსაც დღეს ოქსიჯენ ბარში დააგემოვნებთ.

Bar Convent Berlin-ში ჩვენი მოგზაურობა უდიდესი გამოცდილება იყო. ზუსტად ამ გამოფენაზე შევარჩიეთ ძალიან განსხვავებული და საინტერესო სასმელები, მათ შორის, მესკალები, რომლებსაც, ასევე, ვიყენებთ ოქსიჯენ ბარის კოქტეილების დასამზადებლად. აქ გასინჯავთ ჩვენი განსხვავებული ხედვებითა და ახალი ტექნიკით დამზადებულ მრავალფეროვან კოქტეილებს, რომლებიც თბილისში ჯერ არ გინახავთ”, – სილქ ჰოსფითალითის ბარმენეჯერი ალექს ჯავახიშვილი.

236-ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისის არქიტექტურა გერმანულ არქიტექტურულ სტუდია Graft-ს ეკუთვნის. სასტუმრო თბილისის არქიტექტურული ლანდშაფტის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და სილქ ჰოსფითალითის მმართველობაშია.

დღესდღეობით სილქ ჰოსფითალითი აერთიანებს სტუმარმასპინძლობის სფეროს 20-ამდე ობიექტს, მათ შორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდის ოთხ სასტუმროს თბილისში, ბათუმსა და კახეთში.

[პარტნიორის კონტენტი]

ვის ანიჭებენ უპირატესობას მშობლები შვილებს შორის, კვლევის თანახმად

როგორ დავწეროთ ელ. ფოსტა სწორად? – 3 რჩევა