in

როგორ ცვლის „ოზემპიკი“ გლობალური მარკეტინგის მომავალს

გლობალურ სამომხმარებლო ბაზარზე დიდი ცვლილებაა მიმდინარეობს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე AI-რევოლუცია. GLP-1 მედიკამენტები, როგორებიცაა Ozempic და Wegovy, ცვლიან არა მხოლოდ ადამიანების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, არამედ მთლიან სამომხმარებლო ეკონომიკას.

გასული წლის მონაცემებით, ამერიკელების თითქმის 12% უკვე იყენებს GLP-1 მედიკამენტებს, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი მას წონის დაკლების მიზნით მოიხმარს. 2018 წლიდან Novo Nordisk-მა ამ მედიკამენტებიდან 50 მილიარდი დოლარის გაყიდვები დააფიქსირა, რომლის 72% აშშ-ზე მოდის. ეს ამერიკული ფენომენი სწრაფად იძენს გლობალურ მასშტაბებს.

მარკეტინგული გამოწვევები და შესაძლებლობები

Havas-ის პროგნოზით, 2035 წლისთვის GLP-1 ბაზარი 31.5 მილიონ მომხმარებლამდე გაიზრდება. ეს ტრენდი სცდება ჯანდაცვის სფეროს და გავლენას ახდენს ტურიზმზე, მოდაზე, პრემიალურ პროდუქტებზე, სილამაზესა და ტექნოლოგიურ სექტორებზე.

ბრენდებისთვის ეს ორი მიმართულებით შესაძლებლობას წარმოადგენს: ახალი პროდუქტების შექმნა GLP-1 მომხმარებლების უნიკალური საჭიროებებისთვის და რისკების მართვა იმ სექტორებისთვის, რომლებზეც ეს ტრენდი ნეგატიურად აისახება (მაგალითად, სასმელების ინდუსტრია).

„დოფამინისგან თავისუფალი“ ეკონომიკა

GLP-1 მედიკამენტები ცვლიან ადამიანების ფსიქოლოგიას, ამცირებენ დოფამინის საჭიროებას და ცვლიან ტვინის დაჯილდოების სისტემას. ეს რადიკალურად ცვლის დამოკიდებულებას იმპულსური შესყიდვების მიმართ.

მომხმარებლები ხდებიან უფრო რაციონალური და გრძელვადიან ღირებულებაზე ფოკუსირებული. იმპულსური შესყიდვები იკლებს, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა შამპანური, კარგავს ემოციურ მიმზიდველობას. აქცენტი გადადის პროდუქტის რეალურ ღირებულებასა და მიზანზე.

კულტურული ცვლილებები და ბრენდინგი

კვლევები აჩვენებს, რომ GLP-1-ის გავლენით, იცვლება კულტურული სიმბოლოებიც. ექსპერტები პროგნოზირებენ საზოგადოების გაყოფას „Ozempic ელიტად“ და „ნატურალისტებად“, რაც ბრენდებს აიძულებს აირჩიონ, რომელ სეგმენტზე გააკეთონ ფოკუსი.

2025 წლიდან, ყველა ბრენდს დასჭირდება GLP-1 სტრატეგია. ფარმაცევტული კომპანიები იწყებენ პოზიციონირებას ცხოვრების სტილის მიმართულების ბრენდებად, რაც სპორტდარბაზების, მანქანების ან ტანსაცმლის ბრენდების პოზიციონირებას ემსგავსება.

GLP-1 მედიკამენტების ზეგავლენა სცდება ჯანდაცვის სფეროს და რადიკალურად ცვლის მარკეტინგის ლანდშაფტს. წარმატებული ბრენდები ფოკუსირდებიან არა მხოლოდ წონაზე, არამედ ჯანმრთელობასა და კონტროლის განცდაზე. GLP-1 „აზროვნების“ გაგება, რომელიც იმპულსების უკეთეს კონტროლს, პოზიტიურ დამოკიდებულებასა და რაციონალურ გადაწყვეტილებებს გულისხმობს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება ნებისმიერი ბრენდისთვის, რომელსაც სურს რელევანტური დარჩეს სწრაფად ცვალებად სამომხმარებლო ლანდშაფტში.

წყარო: The Drum

Kitchen Cosmo სახლში მორჩენილი პროდუქტებით AI რეცეპტებს ქმნის

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო