in

Ozlo-ს ყურსასმენები მომხმარებლებს ღამით უკეთ გამოძინებას ჰპირდება

Bose Sleepbuds ისეთ ყურსასმენებს გვთავაზობს, რომლებიც ადამიანებს სიმღერების მაღალი ხარისხით მოსმენას კი არა, ღამით უკეთ გამოძინებას ჰპირდება. ინჟინერმა პატილმა კი მის ავტორებთან ჩარლი ტეილორთან და ბრაიან მალკაჰამთან ერთად Ozlo Sleep დააფუძნა და Bose-ის ყურსასმენებს ის ძირითადი ფუნქციები დაამატა, რაც აკლდა — ასე მივიდნენ Ozlo Sleepbuds-ამდე.

ეს დიდი პრობლემაა, 50-70 მილიონ ამერიკელს აწუხებს ძილის დარღვევა. ამგვარად, ჩვენ გვქონდა პროდუქტი და იდეა, რომელიც ვიცოდით, რომ მათ დაეხმარებოდა, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა, — აცხადებს პატილი.

Ozlo Sleepbuds, რომელიც ამ ზაფხულს გაეშვება, ისეა შექმნილი, რომ ყურს ძილის დროს კომფორტულად მოერგოს. ახალი ფუნქციებიდან ერთ-ერთი კი ყურსასმენებში აუდიოს ნებისმიერი წყაროდან გადაცემას გვთავაზობს. ხოლო იმისათვის, რომ Sleepbuds უკეთ პოზიციონირდეს, როგორც ფუნქციური ძილის ხელსაწყო, Ozlo ბიომეტრიული მონაცემების წაკითხვის უნარსაც მატებს პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებს ეტყვის, როგორ ეძინათ.

ჩვენ უბრალოდ რაღაც პროგრამას კი არ ვაგებთ, არამედ მეცნიერებაზე დაფუძნებული ძილისა და აუდიო კომპანია ვართ, რომელიც პროდუქტების ეკოსისტემას ქმნის — პროგრამული უზრუნველყოფის, აუდიო კონტენტისა და თერაპიების ერთობლიობა, რომლებიც პროდუქტის ირგვლივ ერთიანდება, — განმარტავს ის. 

ძილი აუთვისებელი ბაზარია, ამჯერად არსებული გადაწყვეტილებები წამლების გამოყენებას გულისხმობს, ყველა კი ციფრულ გამოსავალს ეძებს. როცა ადამიანები გაიგებენ ჩვენს ხედვას, თუ საითკენ მივდივართ ჩვენ მიერ შექმნილი ეკოსისტემით, მარტივად წარმოიდგენენ მომავალს, — აცხადებს პატილი.

Radisson Hotel Group აღმოსავლეთ ევროპაში პირველ Radisson RED-ს, ისტორიული თბილისის ცენტრში ხსნის

Radisson Hotel Group opens first Radisson RED in Eastern Europe in the heart of historic Tbilisi, Georgia