in

2 მარტს, ქველმოქმედება სოფიკოს სახელით !

sophiko chiaureli

sophiko chiaureliფონდი “იავნანა” 2 მარტს დედის დღესთან დაკავშირებულ ტრადიციულ ტელემარათონს ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილეს უძღვნის. მარკეტერი ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორია. პაატა ბურჭულაძეს ისრაელში რეპეტიციებს შორის დავუკავშირდით, მან დრო დაგვითმო და რამდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხა.

– ბატონო პაატადედის დღისადმი მიძღვნილ “იავნანას”ტრადიციულ ტელემარათონს საზოგადოება ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება, რა იქნება წელს განსაკუთრებული?

paata burchuladze

წელს ყველაფერი განსაკუთრებული იქნება, რადგან სოფიკო ჭიაურელი იყო განსაკუთრებული და წლევანდელი მარათონი მის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. 2 მარტიც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სოფიკოს გარდაცვალების დღეა და ყველა სიკეთე, რაც ამ დღეს გაკეთდება მისი სახელით იქნება. სოფიკო იყო ერთ-ერთი პირველი ვინც “იავნანას” გვერდით დაუდგა და 2005 წელს ბავშვების დასახმარებლად შემოქმედებითი საღამო გამართა.

[pullquote]”იავნანა” ვართ ჩვენ ყველანი ერთად[/pullquote]

– წინასწარ თუ იცით ვის დაეხმარებით?

 – ჩვენს საღამოებს ყველაზე მეტად რომ იცოდეთ ის ადამიანები ელოდებიან, ვისაც დღეს ძალიან უჭირს და ჩვენი საზოგადოების თანადგომის იმედი აქვთ. 2 მარტს გვინდა ოთხი მრავალშვილიანი ოჯახისთვის შევიძინოთ საკუთარი სახლი, სწავლა დავუფინანსოთ სტუდენტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ყოველ წელს ამ მარათონის დროსაც, თანხა შევაგროვოთ აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის. ერთი წლის მანძილზე ერთი ბავშვის თანადგომისთვის საჭირო თანხა შეადგენს 1200 ლარს. ამიტომ ჩვენს საღამოზე სპეციალური ბილეთები გვაქვს და ვინც ამ  შემოწირულობას გაიღებს, ერთ კონკრეტულ ბავშვზე ერთი წლით აიღებს მზრუნველობას. ასეთი სულ 130 ბილეთი იქნება, ჩვენი ფონდი 2008 წლის ოქტომრიდან მოყოლებული ყოველთვიურად ურიცხავს დახმარებას აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ყველა ბავშვს. 2 მარტის საღამოზე, რა თქმა უნდა, ამ 130-ის გარდა, დანარჩენი ჩვეულებრივი ბილეთები იქნება, ჩვენ დიდი საკონცერტო დარბაზიც იმიტომ ავირჩიეთ, რომ მაყურებელთა მეტ რაოდენობას შეძლებოდა ამ დღესასწაულის გაზიარება, სოფიკო ხომ მართლაც სახალხო არტისტი იყო და ხალხის უდიდესი სიყვარული თან სდევდა. პირდაპირი ტრანსლირება იქნება რუსთავი 2-ის ეთერით და ვისაც ექნება ქველმოქმედების გაწევის სურვილი და საშუალება შეეძლება ჩვენს ნომერზე 09-01-30-30-30 დარეკვა.

– ბატონო პაატა, დღეს “იავნანას” საქმიანობის შესახება ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 100-მა პროცენტმა იცის, არადა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ათასი საქველმოქმედო ფონდია რეგისტრირებული. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა  “იავნანას” ასეთი პოპულარობა?

 უპირველესად, ქართველი კაცის სიკეთის კეთების სურვილმა, “იავნანა” ვართ ჩვენ ყველანი ერთად. 2004 წლიდან მოყოლებული ჩვენ სოციალურად დაუცველი 72 მრავალშვილიანი ოჯახისთვის შევიძინეთ ბინა, ამ ოჯახებში მთლიანობაში 437 ბავშვი იზრდება. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ 154 წარჩინებულ სტუდენტს დავუფინანსეთ სწავლა და ასევე გავუწიეთ მატერიალური დახმარება. “იავნანას” 85 სამეგობრო შეიქმნა და მათი თანადგომით დედებმა შვილები დაიბრუნეს ბავშვთა სახლებიდან. მრავალი პროექტი განახორციელა ჩვენმა ფონდმა, ამ წლების მანძილზე 6491 ბავშვს გაეწია დახმარება. ასეთია ჩვენი ერთად დგომის მოკლე ანგარიში და ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვისაც ერთხელ მაინც დაურეკავს ჩვენს ნომერზე და თუნდაც ერთი თეთრი ჩაუგდია “იავნანას” ყულაბაში.

ჰეინეკენ

ყველაზე ღირსეული კანდიდატი

National Geographi ad

National Geographic-ის რეკლამაში ნაცისტები თინეიჯერი გოგონებივით საუბრობენ