თბილისში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მეორე ფილიალი გაიხსნა. კალათბურთით დაინტერესებული მოზარდებისთვის შუამთის ქ.N21-ში მდებარე ფილიალი უკვე ღიაა.
ზაზა ფაჩულია: „ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მოკლე დროში, თბილისში, კალათბურთის აკადემიის მეორე ფილიალი გავხსენით, სადაც დამატებით 400-მდე მოზარდს მიეცემა უმაღლეს დონეზე ვარჯიშის და თამაშის შესაძლებლობა. ქართულ-ამერიკულ სკოლასთან პარტნიორობით, დარწმუნებული ვარ ეს პროექტი წარმატებული იქნება.
მინდა მშობლებს მადლობა ვუთხრა, ნდობისთვის და სწორი არჩევანისთვის. ჩვენი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის მიზანია, რომ მოზარდებს და ბავშვებს მაქსიმალურად შეაყვარონ თამაში.