in

მსახიობობიდან მხატვრობამდე — ნახეთ ჯონი დეპის ახალი ნამუშევარი

ჯონი დეპმა არაერთხელ დაგვტოვა გაოცებული თავისი სამსახიობო უნარებით, ახლა კი შემოქმედებითი ნიჭი ვიზუალური ხელოვნებისკენ მიმართა. Paciderm პარიზის ლეგენდარულ Deyrolle-თან თანამშრომლობისას შექმნა. აი, ეს უკანასკნელი კი ტაქსიდერმიის, სამეცნიერო არტეფაქტებისა და ანტიკვარული საგანმანათლებლო მასალების მდიდრული კოლექციით გამოირჩევა. 

BOG
BOG

Paciderm დანომრილი, ხელმოწერილი ნამუშევარია, რომლის შთაგონებაც მე-19 საუკუნის საგანმანათლებლო ილუსტრაციები გახლდათ. მთავარი კი აქ სპილოა — კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის სიძლიერისა და მოწყვლადობის ორმაგ ბუნებას ასახავს, ამგვარად კი ერთდროულად ბიომრავალფეროვნებისა და კონსერვაციის მნიშვნელობებზე გვესაუბრება. მეტიც, ცნობისმოყვარეობას, მემკვიდრეობასა და გარემოსდაცვით ცნობიერებას აერთიანებს.

მეც მიზიდავდა Deyrolle-ის სამყარო, ადგილის, რომელიც ბუნების უცნაურ, ლამაზ და ხშირად შეუმჩნეველ საოცრებებს ზეიმობს. ეს შთაგონების უშრეტი წყარო იყო და მადლიერი ვარ, რომ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მომეცა. დიდი პატივია და ცოტა სიურრეალისტურიც, რომ ახლა მათი ამბის ნაწილი ვარ, განსაკუთრებით სპილოთი, იმ არსებით, რომელიც ასე ახლოსაა ჩემს გულთან, — ვკითხულობთ ჯონი დეპის ინსტაგრამზე.

ვინტაჟური ვიზუალური ენის ეკოლოგიური ასახვით, დეპი ქმნის სურათს, რომელიც წარსულს ეფუძნება, მაგრამ, ამასთან, თანამედროვე პრობლემებსაც ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ გზავნილის გამო კი არ არის გამორჩეული, არამედ ავთენტურობის — დეპი დიდი ხანია თანამშრომლობს Deyrolle-თან, ფინანსური მხარდაჭერაც გაუწევია მათთვის რთულ პერიოდებში და მათთან ბუნების ისტორიისა თუ შენარჩუნების საკითხებისადმი ინტერესიც აერთიანებს.

მეტიც, ჯონი დეპის ინტერესი ძველი წიგნებისა და მეცნიერული საოცრებების მიმართ Deyrolle-ის მისიას შეესაბამება, რითაც ამ ნამუშევარს იმაზე მეტს ხდის, ვიდრე უბრალოდ ცნობილი მსახიობის შესრულებული ნახატი შეიძლება იყოს… 

თავის მხრივ, Paciderm კიდევ ერთ მომენტს აღნიშნავს 61 წლის მსახიობის მოგზაურობაში, თუმცა, უკვე მხატვარიც შეიძლება ვუწოდოთ… ასე მაყურებლებს ბუნების საკუთარი ლინზიდან დანახვის შესაძლებლობას სთავაზობს. მანამდე კი ჯონი დეპმა ნიუ-იორკში იმერსიული გამოფენები A Bunch of Stuff და Fear and Loathing შემოგვთავაზა, რომელთაგანაც თითოეული მსახიობის არტისტულ ინსტინქტებსა და სთორითელინგის უნარებზე მიგვანიშნებს.

დანარჩენი თავად შეაფასეთ:


უახლესი AI მოდელი ვიდეოს გენერირების ტრადიციულ პრობლემებს აგვარებს — Runway Gen-4

Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში