in

ნახეთ: Pack-Man-ის დიზაინის მქონე საათი

მოდელი Casio-სა და Bandai Namco-ს ერთობლივი ნამუშევარია

ვის შეუძლია დაივიწყოს Pack-Man-ის ღეჭვის ხმა?

Liffit
Liffit

ბავშვობისას ცხოვრების ყოველი საათი თამაშის დროდ გვეჩვენება… მაშინაც კი, როცა ვიზრდებით და “ზრდასრულ” ცხოვრებას ვეწევით, ბავშვობის ჩვევები მაინც იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა, სწორედ ამას მივაწეროთ Casio-სა და Bandai Namco-ს ერთობლივი კრეატიული ნამუშევარი – ლეგენდარული არკადული თამაშის, Pack-Man-ის საათი. თანაც, კომპანიებმა ფაქტობრივად 1978 წლის კლასიკური ციფრული საათი, F-100 აღადგინეს.

დახვეწილი დიზაინის მქონე საათი, თავისი ოქროსფერი დეტალებით და მქრქალი შავი ფოლადის სამაჯურით, რომელზეც თამაშის მოტივებია ამოტვიფრული. შეიძლება ითქვას, რომ თამაშის მთავარი გმირი და მოჩვენება პირდაპირ თქვენს მაჯაზე დარბიან.

Casio-ს საათების ეს სპეციალური გამოშვება ყველასათვის სასურველია – საათების კოლექციონერები, რომლებიც Pack-Man-ის დიდი გულშემატკივრები არიან, აუცილებლად მოინდომებენ აღნიშნული მოდელის შეძენას. თუმცა მისი ხელმისაწვდომობის შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, მისი ფასი 12 100 იაპონური იენია (დაახლოებით, $113).

18 საინტერესო ფაქტი ნაყინზე, რომელიც არ იცოდი

რა არის ფინანსური პორტფელი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?