როგორია შეფუთვის დიზაინის ახლებური ტენდენციები? შესაძლოა, ცვლილებები მკაფიოდ შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ ყოველ ახალ წელიწადს შეფუთვის დიზაინშიც შემოაქვს სიახლეები. მაინც, რას გვკარნახობს წლევანდელი წელი? რას ველოდოთ შეფუთვის დიზაინში? მოდით, გავერკვიოთ.
სქელი შრიფტები
აქ იგულისხმება ტიპოგრაფიის დიზაინის მთავარ ელემენტად გამოყენება. ამ ტრენდის დიზაინ ინდუსტრიაში გააქტიურება შესამჩნევია. უამრავი შრიფტი არსებობს, რომელიც გამოხატული სტილისტიკითაა შექმნილი. იქნებ, დახვეწილი დიზაინის ნაცვლად, რომელსაც დიდი ლოგო ამშვენებს, უფრო მეტად სქელ, თამამი ფერის ტიპოგრაფიაზე გავაკეთოთ აქცენტი?
მინიმალიზმი
შეფუთვის დიზაინის მინიმალისტური ტენდენცია გრძელდება. თუკი წლების განმავლობაში მიღებული იყო თამამი, მკაფიო ფერებით გაფორმებული შეფუთვა, დღეს, მინიმალიზმი მომხმარებელს აძლევს განცდას, რომ კომპანიას დასამალი არაფერი აქვს. მოწესრიგებული შეფუთვა, მარტივი კონტურებით დახვეწილობის იერს ქმნის, რაც პროდუქტის ხარისხზე მეტყველებს.
ფერების ბლოკირება
დიზაინერები სწორი ხაზების ნაცვლად, მომრგვალებულ ფორმებს ირჩევენ. ასე შეფუთვა უფრო ნატურალურ იერს იძენს და ხელნაკეთი ეფექტი აქვს.
ხელოვნური 3D Deco
მინიმალიზმს ყველა სულაც არ ეტრფის. ზოგიერთი ბრენდი 3D ეფექტსა და სხვა ოპტიკურ საშუალებებს, რაც სიღრმის შეგრძნებას უჩენს მომხმარებელს.
იქ, სადაც 60-იანები და 90-იანები ერთმანეთს ხვდებიან
თუკი მოდას გადაავლეთ თვალი, შეამჩნევდით, რომ წესები სადღაც გაქრა. 90-იანები ოფიციალურად დაბრუნდა, თავისი მარადიული ესთეტიკითა და 60-იანების გავლენით და გავლენას ახდენს და სიყვარულის, ბედნიერებისა და სიმშვიდის ერთიანობით, პანდემიისშემდგომი განწყობის ამაღლებაში გვეხმარება.
სიტყვები მნიშვნელოვანია
ეს Google-ის ახალი ალგორითმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამავდროულად, ხალხი დაიღალა ხმაურიანი სიტყვების უსასრულოდ განმეორებით და ასეთ დროს, შეფუთვის დიზაინი გავლენას ახდენს. მიმზიდველი, მაგრამ ცარიელი ფრაზების ნაცვლად, სჯობს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზოთ.
QR კოდი
პანდემიამ QR კოდის მიმართ მოთხოვნა გაზარდა. სმარტფონით კოდის დასკანერება ამარტივებს შეფუთვის დიზაინს და მომხმარებელი პირდაპირ გადაყავს სოციალური მედიის არხებზე.
ეკო-შეფუთვა
გარემოზე ზრუნვა შეფუთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქცევა და ეს ტენდენცია მზარდია. ავთენტური ბიოდეგრადირებადი შეფუთვა ბრენდის განაცხადია. ზოგიერთი კომპანია იყენებს ბუნებრივ მასალებს და ცდილობს მაქსიმალურად ეკო-მეგობრული გახადოს შეფუთვა, რათა გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამციროს.
სიმეტრია და კომპლექსურობა
მინიმალიზმისგან განსხვავებული ხედვა აქვთ მათ, ვისაც უფრო სიმეტრიული დიზაინი მოსწონს, სადაც მოწესრიგებულად და თანმიმდევრულად არის ნაჩვენები ყველაფერი. ზოგიერთი მომხმარებლისთვის ეს სტილი მიმზიდველია თავისი რთული ვიზუალური შინაარსით.
წყარო: epacflexibles