in

პიტერ კრაუჩი “American Beauty”-ით შთაგონებულ სარეკლამო რგოლში

Paddy Power-ის, პიტერ კრაუჩისა და მსაჯ მარკ კლატენბურგის თანამშრომლობით, American Beauty-დან და Dirty Dancing-დან საკვანძო სცენები გაცოცხლდა — თუმცა ყველაფერი ფეხბურთის ჭრილში. კამპანია პრემიერ ლიგის სეზონთან დაკავშირებით შეიქმნა.

BOG

ყველაფერი პაბში იწყება, როცა თავდამსხმელი წითელ ბარათს იღებს და ფეხბურთის ფანტაზიაში ეფლობა. მას შემდეგ, ქაფიან აბაზანაში მონებივრე კრაუჩის ირგვლივ კი წითელი ბარათებია მიმოფანტული, როგორც ამერიკული სილამაზის ვარდების რეპლიკა. ის აღიარებს, რომ უყვარს, როდესაც კლატენბურგი მოთამაშეებს „ნაადრევი აბაზანის“ მისაღებად აგზავნის.

„ბინძურ ცეკვებთან“ დაკავშირებული სცენა კი ვიდეორგოლის ბოლოს ჩნდება.

„ეს არის ნოსტალგიური ზღაპარი რომანტიკის, ფანტაზიისა და, ფეხბურთის ყველა ასპექტის მიმართ, ჩვენი ურყევი ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ — ჰარი რომ შეხვედროდა სალის სპურსის თამაშზე“, — აღნიშნა Peddy Power-ის ბრენდისა და მარკეტინგის დირექტორმა, მიშელ სპილენმა.

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში? 

EE აპლიკაციების გამოყენება მაშინაც შესაძლებელია, როცა ინტერნეტი იწურება