ოდესმე თუ გიოცნებიათ, თქვენი პაემანი, რომელიმე ცნობილი წიგნის თუ ნოველის სიუჟეტის მსგავსი ყოფილიყო? თუ ასეა, მაშინ BBDO Toronto–ს მიერ გამომცემლობა Harlequin–სთვის შექმნილი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლები ნამდვილად ძალიან მოგეწონებათ, ყოველშემთხვევაში კარგად მაინც გაგამხიარულებთ. ერთობლივი კამპანიის ფარგლებში გადაწყდა, რომ ისტორიები წიგნების გვერდებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოეტანათ და ნამდვილი პერსონაჟები, თანამედროვე დროში შეექმნათ. ცნობილი სერიალის Vikings–ების პერსონაჟებს თუ გადავხედავთ, ალბათ ნებისმიერი ქალბატონი იოცნებებდა, რომელიმე მათგანთან შეხვედრაზე, ან თუ ვესტერნის ფილმებს გავიხსენებთ არც კოვბოიზე იტყოდა ვინმე უარს. თუმცა, BBDO–ს გმირები მგონი ამ იდეალებისგან საკმაოდ შორს არიან. რაც მთავარია, ამ ძალიან სახალისო ვიდეორგოლების გადაღება ფარული კამერებით მოხდა, ისე, რომ საზოგადოების რეაქციები ყველა ბუნებრივი და ნამდვილად ძალიან სახალისოა. თავად შეაფასეთ, რამდენად შეეფერება, წიგნში წაკითხული იდიალური პერსონაჟები და მათთან თქვენს წარმოსახვაში მოწყობილი პაემანები, რეალობას.
https://www.youtube.com/watch?v=8OIxBqJu5NI
https://www.youtube.com/watch?v=T6jT07uKjto