ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შემეცნებითი-საგანმანათლებლო კომპანია „პაიდეიას” გუნდმა გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის შექმნის პროცესში და მოქალაქეთა პროტესტის პერიოდში დაზარალებული ადამიანების ოჯახებს შეთავაზონ სხვადასხვა აქტივობა სრულიად უფასოდ. მათ შორისაა:
- Bloom Baby-ს უფასო კლასი შვილებისათვის 0-14 თვემდე პატარებისთვის. (21.12.2024 და 27.12.2024 12:00 საათი)
- იოგასა და სუნთქვითი ვარჯიშების უფასო ვორქშოფი სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ (19.12.2024 19:00 საათი)
- „მოსაუბრე წიგნების“ კლასი 4-8 წლის ბავშვებისთვის (23.12.2024 – 17:00 საათი და 24.12.2024 – 17:00 საათი)
- „ანიმე“ ხელოვნებათმცოდნე ქეთი ტრაპაიძესთან ერთად 8-14 წლის ბავშვებისთვის, როგორც დაზარალებულთა ოჯახებიდან, ისე აქციაზე წასვლის მსურველთათვის, ვისაც სურს ბავშვი უსაფრთხოდ ჰყავდეს დატოვებული სივრცეში, სადაც დროს სასარგებლოდ გაატარებენ (23.12.2024 – 19:00 საათი)
„პაიდეია არის შემეცნებითი-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება განათლების გავრცელებას არაფორმალური გზით. ჩვენი ღირებულებები ემყარება სიკეთეს, გულწრფელობას, პატივისცემასა და თანაგრძნობას. გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს ღირსებითა და სიყვარულით მოპყრობას. სწორედ ამიტომ, პროგრესული რესურსების გამოყენებით ჩვენ შევქმენით ბედნიერი, წამახალისებელი და უსაფრთხო გარემო.“ – აცხადებენ კომპანიაში.
“პაიდეიას” სივრცე აერთიანებს აქტივობებს ყველა ასაკის ადამიანისთვის:
- Bloom Baby Classes Georgia – ადრეული განვითარების ექსკლუზიური ბრიტანული პროგრამა.
- იოგა კლასები – ჰათჰა და აშტანგა იოგა, თერაპიული იოგა, კლასები ფეხმძიმეებისთვის, პოსტნატალური იოგა, სუნთქვის კლასები, იოგა ბავშვებისთვის და სხვა.
- “სხვა კინო” – მსოფლიო შედევრების ჩვენება და განხილვა ხელოვნებათმცოდნე ქეთი ტრაპაიძესთან ერთად, რაც საუკეთესო გზაა განტვირთვისთვის, სტრესისგან გათავისუფლებისთვის, ახალ ადამიანებთან ურთიერთობისთვისა და განათლების მიღებისთვის.
- “მოსაუბრე წიგნები” – სადაც ბავშვები ეცნობიან კლასიკურ ნაწარმოებებს, მოგზაურობენ ზღაპარში და ახლოს ეცნობიან სხვადასხვა გმირებს. კლუბი ეხმარება ბავშვებს ფანტაზიის უნარის განვითარებასა და ჯანსაღი აზროვნების, კეთილგანწყობის, ემპათიის გრძნობის ჩამოყალიბებაში.