in

ნახეთ: იტალიური რენესანსისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი

ფლორენცია ცნობილია, როგორც იტალიური რენესანსის აკვანს წარმოადგენს. აქ არა მხოლოდ მუზეუმებსა და გალერეებში, არამედ ბაზილიკებშიც საოცარი ხელოვნების ნიმუშებიან განთავსებული — თითქოს, საუკუნეებით უკან გვაბრუნებს და იმდროინდელი მხატვრების თუ მოქანდაკეების შემოქმედებასთან გვაკავშირებს.

თუმცა დრო მუდმივად წინ მიდის და ცვლილებები შეუჩერებლად მოედინება ჩვენკენ. ასე ხდება ხელოვნების შემთხვევაშიც — ერთია ძველის შენარჩუნება/სიყვარული და მეორე რაღაც ახლის მიღება. სწორედ ამას უკავშირდება თანამედროვე მხატვრის, ი.ზ. კამის ნახატების ფლორენციის ოთხ ლოკაციაზე გამოფენა — მათ შორისაა პალაცო ვეკიო.

„ჩვენი პროგრამის მიზანია, წარსულის დიდ ნამუშევრებსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის ერთგვარი ხიდი შევქმნათ. გვსურს, ამ გზით წარსული გავაღვიძოთ და განსხვავებული პერსპექტივით შევხედოთ“, — ამბობს სერჯო რისალიტი, Museo Novecento-ს სამხატვრო ხელმძღვანელი.

კამის ნამუშევრები მოიცავს როგორც ფიგურატიულ გამოსახულებებს, ისე არქიტექტურულ ობიექტებს. ზოგიერთი მათგანი კი თემატურად მიემართება რენესანსის პერიოდის მხატვრების კომპოზიციებს — მაგალითად, ფილიპო ბრუნელესკის მოკვდავის ნიღაბი.

„ერთი დიდი სიამოვნების” ამბავი – „თოლიას” ნაყინის რეკლამა, რომელიც მალდივებზე გადაიღეს

„მოგვიყევით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ“ — როგორ ვუპასუხოთ?