in

Paipia – მარიხუანას მოსაწევი ჩიბუხები და ბიზნეს პროტესტი ნარკოპოლიტიკას

Startauperi
Startauperi

ქართულ ნარკოპოლიტიკას არაერთი ახალგაზრდა აპროტესტებს. საბა მეზვრიშვილმა, ეს პროტესტი, მარიხუანას მოსაწევი ჩიბუხების ბრენდის – Paipia შექმნით გამოხატა. ბრენდი ორი თვეა რაც არსებობს და ვითარდება. საბა, თავის პარტნიორ – მიშო ბერძენიშვილთან ერთად ქმნის ხელნაკეთ “ფაიფიებს.” საქართველოში მსგავსი პროფილის კომპანია არ არსებობს, ის ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ქართულ ბაზარზე და სპეციფიკური გამოწვევების წინაშე დგას. Paipia-ს ფუნქციონირების დეტალებზე, შექმნის იტორიასა და განვითარების გეგმებზე, მარკეტერი მის ერთ-ერთ შემქმნელს – საბა მეზვრიშვილს ესაუბრა:

M: საბა, როგორ და როდის შექმენით Paipia?
მაქვს ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ სხვადასხვა ნივთს, განათებებს მაგალითად. მოსაწევთან ახლოს ყოფნიდან გამომდინარე, ასევე, იმის გამო რომ ქართულ ბაზარზე არ იყო მსგავსი პროდუქტი, გადავწვიტეთ შეგვექმნა “ფაიფი”. თავიდან ერთი ვცადეთ, ჩვენთვის გავაკეთეთ, შემდეგ რამდენიმე შევქმენით და მეგობრებს ვაჩუქეთ. დასაწყისისთვის, გასართობად ვაკეთებდით, შემდეგ, რამდენიმე Flea Market-ზე გავყიდეთ, რის შედეგადაც საკმაო მოთხოვნა წამოვიდა მომხმარებლისგან. გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელნაკეთი “ფაიფები” ბრენდად გვექცია და ორი თვის წინ, ჩვენს პროდუქტს შევარქვით Paipiaეს არის ჩიბუხი, თუმცა შიდა კულვარებში, მათში ვინც მოსაწევს ეწევა, “ფაიფის” ეძახიან. გარდა ამისა, Paipia-ს შექმნა ჩემი პირადი პროტესტიცაა, ნარკოპოლიტიკის მიმართ, რადგან ვთვლი, რომ ერთი ნაპასის გამო, არავინ უნდა იჯდეს ციხეში.

M: რა ტიპის ჩიბუხებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ვაკეთებთ როგორც მარიხუანის მოსაწევ, ასევე – თუთუნის მოსაწევ ჩიბუხებს, რომელთაც დამზადებისა და მოხმარების სპეციფიკა განასხვავებთ. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება – მარიხუანის მოსაწევად განკუთვნილი “ფაიფების” დამზადებაა. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი პროდუქციის 20%-ს თუ შეადგენს თუთუნის მოსაწევი ჩიბუხები. ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც.

M: მოდელებს რაც შეეხება, ექსკლუზიური დიზაინისაა თუ გამეორებადია?
ჩვენი ფაიფების უმრავლესობა არის თავისუფალი სტილის, არის უნიკალური და არ მეორდება. როცა ხელით მუშაობ ნივთზე, რთულია გაიმეორო, ისევე, როგორც ნახატს ვერ დახატავ მეორედ. ძირითადად გვქონდა ექსკლუზიური მოდელები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელს ზუსტად ისეთივე მოდელი უნდოდა, რომელიც უკვე გვქონდა შექმნილი და გვიკვეთავდა, გადავწყვიტეთ ფაიფების სერიულად წარმოებადი მიმართულებები გაგვეკეთებინა, რომლებსაც სახალისო და პირობითი სახელებიც შევარქვით, როგორიცაა: „ფრანგული კოცნა“ „კომპაქტური“ „ბუმერანგი“ და სხვა.

M: “ფაიფის” დამზადების პროცესი როგორია?
“ფაიფებს” ვამზადებთ ხელით, მე და მიშო, ძირითადად ხის მასალისგან, დაზგის მინიმალური ჩარევით. ხელის სამუშაოს პარალელურად, სპეციალურ დანადგარს ვიყენებთ თუთუნის მოსაწევი ჩიბუხის შექმნისას.

M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა, როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და რას გეგმავთ სამომავლოდ?
“ფაიფების” ფასი 20-დან 100 ლარამდეა. მათი შეძენა თბილისში, მაღაზია Crafting Corner 23-შია შესაძლებელი, ჯერჯერობით მხოლოდ აქ იყიდება. ვფიქრობთ, სამომავლოდ Flea Market-ზე გავყიდით, რადგან ეს კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ელექტრონულ ფესტივალთან და კლუბთან საქართველოში, სადაც შეიძლება რეალიზდეს ჩვენი პროდუქცია. სამომავლოდ, გვინდა ავიყვანოთ ტექნიკური დამხმარეები, ასევე ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ მარკეტინგის მიმართულებით. დღეში, 10 ცალ “ფაიფიზე” მეტს ვერ ვაკეთებთ მე და მიშო, მოთხოვნა მზარდია, გაყიდვების გაზრდის შემთხვევაში მეტი რაოდენობის “ფაიფი” დაგვჭირდება.

EXCLUSIVE: ჰამაკი დრონზე, ახალი ლუდი და Leavingstone-ს მორიგი გაფრენა

ჯერ არავის უსაუბრია “არაფერზე” – Volkswagen–ის ორიგინალური რგოლი