23
Jul
2019

ავტონომიური სკუტერი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს თქვენი მარშრუტების სასწავლად იყენებს

23 Jul 2019

veon
veon


ბრიტანულმა დიზაინ სტუდია Layer-მა და ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Nio-მ შექმნეს ჭკვიანი სკუტერი, რომელიც დროთა განმავლობაში სწავლობს, თუ სად გინდათ წახვიდეთ. სკუტერი სახელად Pal-ს თქვენს საყვარელ მარშრუტებს იმახსოვრებს, შემდეგ კი ავტონომიურად, თქვენი ჩარევის გარეშე, მიგიყვანთ ადგილზე. Layer-ის ვებგვერდზე Pal-ს ახლო მომავლის პროტოტიპს უწოდებენ, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას იმისათვის, რომ მოსახერხებელ მომავლის ტრანსპორტად იქცეს.

Pal-ზე აქსესუარების, მაგალითად, ჩანთის მოთავსებაც შეგიძლიათ, მისი ელემენტი პატარა პადია, რომელიც შეგიძლიათ საჭიროებისამებრ, შეუცვალოთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სკუტერის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ. აპლიკაცია მოგცემთ ინფორმაციას შესაძლო მარშრუტების, ასევე, იმის შესახებაც, თუ რამდენი ხანი გეყოფათ ელემენტი. ხოლო როცა საქმე მიდგება გადაადგილებაზე, ერთადერთი, რისი გაკეთებაც Pal-ის ადგილიდან დასაძრავად მოგიწევთ ხმოვანი ბრაძანების გაცემაა. ალგორითმი, რომელიც Pal-ისთვის გამოიყენეს Nomi-ა, სისტემა, რომელიც ხმოვანი ასისტენტის ფუნქციით, Nio-ს ელექტრომობილებში შეგხვდებათ.

Pal ინდუსტრიული დიზაინის გამორჩეული მაგალითია, რომელიც შესაძლოა, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის იდეალურია, თუმცა, რამდენად პრაქტიკული იქნება ის შორ მანძილზე გადაადგილებისთვის, ან რამდენად შეიძლება ასეთი მოდელი მასობრივი მოხმარების საგანად იქცეს? ჯერჯერობით, Pal მხოლოდ პროტოტიპია და მისი შესაძლო ფასი, ან გაყიდვის სავარაუდო დრო უცნობია.

განხილვა