in

სანტექნიკის ბრენდი Palazzani საქართველოში – პროდუქცია და სერვისი

თბილისში სანტექნიკის მწარმოებელი ბრენდის “პალაცანი” (Palazzani) შოურუმი გაიხსნა. საუკუნოვანი გამოცდილების მქონე კომპანია ქართულ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს. საქართველოში “პალაცანის” წარმომადგენლობა ორმა მეგობარმა, შალვა ხურციძემ და რევაზ გვენცაძემ გახსნა. მათ რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ სფეროში და თვლიან, რომ მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება კონკურენტული პირობებით შეუძლიათ. დეტალებზე შალვა ხურციძეს ვესაუბრეთ.

M: გვიამბეთ მეტი კომპანია “პალაცანის” შესახებ…

კომპანია “პალაცანი” 1905 წლიდან არსებობს, ხოლო, 1960 წლიდან, აწარმოებს შემრევებს, საშხაპე სისტემებსა და აბაზანის აქსესუარებს. წარმოება მთლიანად იტალიურია, ქარხანა მდებარეობს კასალმორანოში. კომპანიას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა დიზაინისა და საფასო სეგმენტის გათვალისწინებით. ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტია – თითოეული პროდუქტი ქარხნიდან გამოსვლამდე  დეტალურ შემოწმებას გადის. ჩვენს პროდუქციაზე ვრცელდება 5 წლიანი ქარხნული გარანტია, შესაბამისი საგარანტიო ტალონიც დევს თითოეულ შეფუთვაში.

“პალაცანის” პროდუქცია მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

M: რატომ გადაწყვიტეთ კომპანიის წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა?

საკმაოდ კარგად ვიცნობდით ამ სფეროს და გვაქვს შესაბამისი გამოცდილება. ჩვენი მთავარი მიმართულება არის ისეთი სამშენებლო პროექტები, რომლებიც სრულდება რემონტით. ამის გათვალისწინებით, ძირითადად, ვმუშაობთ სასტუმროს პროექტებზე. ორი წელია, რაც ეს კომპანია ქართულ ბაზარზეა და უკვე 6 სასტუმროა გაკეთებული ჩვენი პროდუქციით; მათ შორის, ყველაზე დიდი პროექტია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „იოტა“ თბილისში. ასევე, გაკეთებული გვაქვს რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლის პროექტი.

 

M: რა უპირატესობა გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?

ჩვენი პროდუქცია არის მრავალფეროვანი, შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მოთხოვნა დიზაინისა და ხარისხის გათვალისწინებით. პროდუქციის სხვადასხვა ფერში შეკვეთაც არის შესაძლებელი. ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ უმაღლესი ხარისხის იტალიურ პროდუქციას  მომხმარებელს კონკურენტულ ფასად ვთავაზობთ. ამას ვახერხებთ სწორი საფასო პოლიტიკით, ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე დაყვანით და არა ხარისხის ხარჯზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია სერვისის მაღალი დონე.

M: ვინ ხელმძღვანელობს ქართულ წარმომადგენლობას? რა გამოცდილება გაქვთ?

საქართველოში “პალაცანის” ექსკლუზიური წარმომადგენლობა მე და ჩემმა მეგობარმა, რევაზ გვენცაძემ, დავაარსეთ. ჩვენ უკვე გვაქვს შვიდწლიანი გამოცდილება ამ სფეროში; სხვადასხვა დროს, ჩვენ ვმუშაობდით „გორგიაში“,  „ბელ მეზონში“ და სწორედ, ევროპულ ბრენდებთან გვქონდა შეხება. ამიტომ გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად გვეცადა ბედი.

M: როგორც ვიცით, სულ ახლახან, შოურუმი გახსენით, გვიამბეთ, სახელდობრ, რა დანიშნულება აქვს ამ სივრცეს?

დიახ, სექტემბერში ჩვენ  პალაცანის ოფიციალური შოურუმი გავხსენით. ეს არ არის ტიპური შოურუმი, რომელიც ღიაა 10-დან 7 საათამდე, არამედ ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საჩვენებელი და სამუშაო სივრცე დიზაინერ-არქიტექტორებისთვის, რომლებიც  სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. ჩვენთან მათ შეუძლიათ მშვიდ გარემოში იმუშაონ კატალოგებთან და ნიმუშებიც დაათვალიერონ, ასევე, პრეზენტაცია ჩაუტარონ დამკვეთს და ა.შ. როგორც ვიცი, საქართველოში ამ ტიპის შოურუმი პირველია.

ზოგადად, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს ჩვენი კომპანიის იმიჯზე და ვვარაუდობთ, რომ სულ მალე, ჩვენს ცნობადობას საგრძნობლად გაზრდის.

M: როგორ შეუძლიათ რეგიონიდან დაინტერესებულ პირებს თქვენთან თანამშრომლობა?

ჩვენი შოურუმი მდებარეობს თბილისში, ბელიაშვილის #70ბ-ში.

რეგიონებთან მუდმივად გვაქვს კავშირი – თავადაც ჩავდივართ პროექტის გასაცნობად და თვითონაც გვსტუმრობენ თბილისში. ასევე, ხშირად გვწერენ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე – Palazzani Georgia.

[R]

რა აერთიანებთ სტივ ჯობსს, ბილ გეიტსს, მარკ ზაკერბერგსა და ჯეფ ბეზოსს?

პირველი ქართული ბრაუზერი და 1200 ხმა ბერლინამდე