Palhete იუმორის, ნოსტალგიებისა და ავთენტურობის ერთიანობაა, რომლითაც სადღეგრძელოს ცხოვრების მარტივი სიამოვნებების გამოც კი სვამენ. ტრადიციასა და თანამედროვეობას უკავშირებს ერთმანეთს, ახალგაზრდულ ენერგიას პორტუგალიური კინოს ელფერს სძენს და ეს ვიზუალშივე შესამჩნევი ხდება. ღვინო ცხოვრებით ტკბობას გვასწავლის და კლასიკური პორტუგალიური ფილმის, O Pátio das Cantigas-ის ხალისიან სულისკვეთებას ასახავს — 1942 წლის კომედიური ფილმია, რომელიც პორტუგალიური კინოს კლასიკად მიიჩნევა…
ამ ფილოსოფიას ეტიკეტის დიზაინი ასახავს ვიზუალური ენით, რომელიც 1950-იანი წლებით არის შთაგონებული. ყოველი ბოთლი კინემატოგრაფიული სცენაა, ვინტაჟური კინოს პოსტერებს რომ მოგაგონებთ, ისეთი… ხოლო საკულტო ფრაზა Não é milagre… é Palhete! („ეს სასწაული არაა… ესაა Palhete!“) პირდაპირ ფილმიდან აიღეს და ასე იდენტობაც განსაზღვრეს: გამომხატველობითი, ავთენტური და ხასიათით სავსე.
ამგვარად, არც ფილმის კლასიკური ელემენტებია ეტიკეტზე შემთხვევითი, იქნება ეს ვინტაჟური კამერა თუ ლენტები. კულტურულ სიღრმესა და ენერგიას წითელი ფერით გადმოგვცემენ, დიზაინს კი რეტრო ტიპოგრაფიით ასრულებენ, რითაც ძველი კინოს პოსტერების ესთეტიკას აცოცხლებენ და, ამავდროულად, რაღაც ახალსა და თანამედროვეს გვთავაზობენ:

















