in

როგორი იყო სააგენტო Palindroma-ს 2023 წელი

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Palindroma-ს 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, როცა სრული შემართებით და ენთუზიაზმით აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, ამ საქმეს კი მოაქვს წარმატება!

“From Scratch To Success”

ამ შემართებით იწყება პალინდრომასთვის ყოველი ახალი წელი, თუმცა მოდით, ჯერ შევაჯამოთ 2023 წელი, რომელიც ნამდვილად იყო გამორჩეული და შემოქმედებითად დატვირთული.

ვინც ჯერ არ იცნობთ, „პალინდრომა“ ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ციფრული ინდუსტრიის მენეჯმენტ კომპანია.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვესაუბროთ თანამედროვე მსოფლიოს შესაბამისი სტანდარტებით. სწორედ ამ იდეის გარშემო მრავალი წელის განმავლობაში ერთიანდება პალინდრომას გუნდის თითოეული წევრი.

2023 წელს პალინდრომას გუნდმა შეძლო დაენერგა ვებდეველოპმენტის მიმართულებით მსოფლიოში უპრეცენდენტო მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნა ვებგვერდი სწრაფად და მაქსიმალურად მაღალი ხარისხით.

ამ მიზნის მისაღწევად გავაერთიანეთ რამდენიმე კომპონენტი, რომელიც მოიცავს დიზაინ სისტემისა და შემდგომ დეველოპმენტის უნაკლო კოლაბორაციას, მასში არსებულ სამუშაო გამოცდილებას და ეთიკას. რაც მთავარია, შემუშავდა დამკვეთთან კომუნიკაციის ფორმატი, სადაც ის წარმოდგენილია, როგორც გუნდის სრულფასოვანი წევრი.

2023 წელს, პალინდრომაში განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტები, რომლის ნაწილიც ჯერ განვითარების ეტაპზეა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქარველოს ბაზარზე წარმოდგენილი ყველაზე მსხვილი კომპანიები გვენდობიან.

პატივი გვერგო გვემუშავა კომპანიებთან, რომლებიც დღევანდელ დღეს, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოდილებას ქმნიან.

მრავალფეროვანი პროექტებიდან გამოვარჩევდით რამოდენიმეს.

„ბიოგრაფი ლივინგი“

პროექტი ჩვენთვის გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მიერ შეიქმნა არა მხოლოდ ვებგვერდის კონცეფცია, დიზაინი და მისი დეველოპმენტი, არამდედ ტექსტური შინაარსის ნაწილიც, რაც ძალიან დიდი გამოწვევა და ამასთანავე, გამოცდილება იყო.

“Starring Georgia”
ინტერაქციული აპლიკაცია მონიტორებისთვის. მთავარი გამოწვევა გახლდათ სწრაფი და მოქნილი მუსიკალური თამაშის შექმნა, რომელსაც სულ რამდენიმე საათში უნდა ჰყოლოდა ათასობით მომხმარებელი. პროექტი წარმატებით გაუმკლავდა დავალებას, ყოველ კონცერტზე.

Jobs.ge

ყველასთვის ნაცნობი ვაკანსიების საიტი მალე პლატფორმად მოევლინება მომხმარებლებსა და დამსაქმებლებს.

მთავარი გამოწვევა სისტემის ავტომატიზაცია იყო, რაც წარმატებით დაძლია პალინდრომას პროფესიონალმა გუნდმა.

Bt.ge

საქართველოშ პირველი ბიზნეს აუციონის პლატფორმა. ეს პროექტი ნამდვილი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის არამდედ ბიზნეს სექტორისთვის.

შეცდომები ჩვენი განუყოფელი ნაწილია, თუმცა რომ არა ის, ვერც კი შევძლებდით დღეს თქვენთან ამ თემაზე გველაპარაკა.

სულ მალე „პალინდრომა“ ყველა სერვის წარადგენს მსოფლიო ბაზრზე Palindroma.com დომეინის სახელით.

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Quick-ისთვის

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო „სთარქომ საქართველოსთვის“