in

#პორტფოლიო – ნამუშევრები სააგენტო Palindroma-ს შემოქმედებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო Palindroma-ს პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.

სააგენტო პალინდრომა – პროფესიონალებისა და ექსპერტების გაერთიანება მარკეტინგულ ინდუსტრიაში, მთავარი გზავნილით From scratch to success.

Dodo Designs

Palindroma-ს მთავარი ამოცანა იყო შეექმნა უნიკალური გამოცდილება ელექტრონული კომერციის მიმართლებით ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა DODO Designs – საუკეთესო დიზაინ სტუდიაა საქართველოში. მთავარი აქცენტი გაკეთდა ვებსაიტის დიზაინზე, რომლის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს: გეომეტრიული მოქნილობა, ფერების დატვირთვა შინაარსით, DODO Designs იდენტობის მაქსიმალური გამოხატვა.

Client: TBC BUSINESS AWARD / DODO Designs
Product: Website Concept, UI/UX Design, Development.

Palindroma Team:

David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Elene Tchavtchanidze (PM)
Mariam Petriashvili (PM)
Vazha Meladze (Lead Back-end Developer)
Mikhail Kiknadze (Back-end Developer)
Elena Laenko / Wrapp (Senior Front-End Developer)
Miro Margalitadze (Senior Vue.Js Developer)
Tornike Rikiashvili (Senior QA)
Lana Eloshvili (Designer assistant)

Biography Living

გაცოცხლებული ისტორიები და ახალი, თბილისური რეალობის შექმნა იყო მთავარი ამოცანა Biograpi Living-თვის. უნიკარული ტექნოლოგია, პიქტოგრამული დიზაინი და ოქროს სტანდარტებზე დაფუძნებული სიმეტრია გამოარჩევს ვებსაიტს.

Client: Biograpi Living By Wissol Group
Product: Website Concept, UI/UX Design, Development, Content Copywriting

Palindroma Team:

David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Elene Tchavtchanidze (PM)
Mariam Petriashvili (PM)
Giorgi Chaduneli (Lead Back-end Developer)
Elena Laenko / wrapp (Senior Front-End Developer)
Miro Margalitadze (Senior Vue.Js Developer)
Tornike Rikiashvili (Senior QA)

Cityzen

სითიზენი, გამორჩეულად დინამიური პროექტი, რომელსაც აქვს ამბიცია შექმნას ურბანული განვითარების ტრენდი. ვებპლატფორმა წარმოდგენილია UX სტანდარტით, ხოლო დიზაინი წარმოადგენს ლანდშაპტის და არქიტექტურის შესანიშნავ სიმულაციას.

Client: City Development
Product: Website Concept, UI/UX Design, Development.

Team:
David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Mariam Petriashvili (PM)
Oto Prangishvili (UI/UX Designer)
Miro Margalitadze (Senior Vue.Js Developer)
Connect (Back End development)
Tornike Rikiashvili (Senior QA)

Figurebi

პროექტი ფიგურები კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული ტიპის პროექტია, რომლის მთავარი კონცეფციის ინსპირაციას წარმოადგენს ბაუჰაუს სტილი. პლატფორმის ვიზუალური მხარე სრულ თანხვედრაშია ავანგარდულ დიზაინთან, ხოლო ფუნქციური ნაწილი წარმოადგენს ე.წ. ტექნოლოგიურ ჰაბს.

Client: Ibercompany Bauhaus Group
Product: Website Concept, UI/UX Design, Development.

Palindroma Team:
David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Mariam Petriashvili (Senior PM)
Tornike Rikiashvili (Back-end Developer)
Giorgi Chaduneli (Lead Back-end Developer)
Elena Laenko / wrapp (Senior Front-End Developer)

TBC INSURANCE

ვებსაიტი თიბისი დაზღვევისთვის წარმოადგენს UX-ის; დიზაინის; ილუსტრაციების და პერსონიფიკაციის ნიმუშს. პლათფორმა, სადაც შეგიძლია მარტივად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

Client: Tbc Insurance
Product: Website Concept, UI/UX Design, Development, illustrations‍
Palindroma Team:
David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Elene Tchavtchanidze (Senior PM)
Connect (Back End development)
Tornike Rikiashvili (Senior QA)
Ilustrator: Tako Tchaidze

Alliance Group

ალიანს ჯგუფის ვებპლატფორმის მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი ვიზუალური იდენტობა, სადაც სწორად იქნებოდა აღქმული ძლიერი კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით და მისი მრავალფუნქციურობა. შედეგად მივიღეთ ფართო სპექტრის მოქნილი  და მარტივად სამართავი მეგა-სტრუქტურა.

‍Client: Alliance Group
Product: Website Concept, UI/UX Design, Development.
Palindroma Team:
David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Elene Tchavtchanidze (Senior PM)
Connect (Back End development)
Tornike Rikiashvili (Senior QA)
Front End Development: Miro Margalidzadze, Irakli Kandelaki

Lutecia – Logo & Branding

თანამედროვეობაში გაცოცხლებული ძველი პარიზი, სამეფო გვირგვინის და ეიფელის ჰარმონიული შერწყმა, ყველაზე მსუბუქი და სურნელოვანი ლოგო-ბრენდინგი განახლებული ლუტეციასთვის.

Client: Lutecia, Agency Connect.
Product: Logo & Branding.
Palindroma Team:

David Rikiashvili (Art Director and Logo Designer)
Mariam Petriashvili (Senior PM)

Business Trade – Logo and Branding

პირველი და ინოვაციური აუქციონის ბიზნეს-პლატფორმა საქართველოში BT.ge სრულად შეიქმნა პალინდრომას მიერ. ბიზნეს-ლოგიკა, რომელიც საფუძვლად უდევს პლატფორმას წარმოადგენს სრულიად უპრეცედენტო მოდელს. მარტივი და საქმეზე ორიენტირებული ვიზუალი ერთგვარი ნარატივია აუქციონით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის.

Client: GG Management (GGM)
Product: Logo & Branding.

Palindroma Team:
David Rikiashvili (Senior Logo Designer)
Mariam Petriashvili (Senior PM)
Elene Tchavtchanidze (Interactive Product Manager)

Tag & Match

Tag&Match, ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ინფორმაციული პლატფორმა არის ინოვაციური სტარტაპი. დაწყებული სახელის მოფიქრებიდან, დასრულებული საიტის ვიზუალური და ფუნქციური მრავალფეროვნებით, პალინდრომას გუნდისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია.

Team:
David Rikiashvili (Art Director, Logo Designer, Senior UI/UX Designer)
Elene Tchavtchanidze (Senior Program Manager)
Miro Margalitadze (Senior Vue.Js Developer)
Connect (Back End development)

Zip to Zip Moving

Zip to Zip Moving, კიდევ ერთი გამორჩეული პლატფორმა ამერიკული ბაზრისთვის. ინფორმაციულად და ფუნქციურად დატვირთული ვებსაიტი მუდმივად რეიტინგშია. მისი არქიტექტურა და ვიზუალი ქმნის მეგობრულ გარემოს, ხოლო მარტივი ნავიგაცია უზრუნველყოვს მომხმარებლის ლოიალურ განწყობას.

‍Client: Zip To Zip Moving (USA)
Product: Website Concept, UI/UX Design, Development.
Palindroma Team:
David Rikiashvili (Art Director, Senior UI/UX Designer)
Elene Tchavtchanidze (PM)
Connect (Back End & Front End development)
Tornike Rikiashvili (Senior QA)

როგორ გადავლახოთ ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევები

Neuralink-ის ჩიპის მქონე პაციენტი ჭადრაკს „ტელეპათიურად“ თამაშობს