in

ეს აპლიკაცია ფოტოებს ლექსებად აქცევს — Pamera

veon
veon

ოდესმე ისეთ მშვენიერ სცენას შესწრებიხართ, რომ ლექსის დაწერის სურვილი გაგჩენიათ? თუმცა ყველა ხომ არ ფლობს ლიტერატურულ ოსტატობას… სწორედ აქ შემოდის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც გამოსახულების საფუძველზე ტექსტებს აგენერირებს.

ნიუ-იორკელმა ტექნოლოგმა და მხატვარმა Damajanski წარმოადგინა Pamera-The Poem Camera — სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელებს რეალურ ფოტოებთან აერთიანებს. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, GPT-4 უნიკალურ ოთხსტრიქონიან ლექსს აგენერირებს, რომელიც თითოეული კადრითაა შთაგონებული. ამასთან აღსანიშნავია, რომ არტისტმა სისტემის განსავითარებლად არგენტინელი ესეისტის, ხორხე ლუის ბორხესის ნამუშევრები გამოიყენა — მისი აზრით, ბორხესის მაგიური რეალიზმი ყველაზე სწორი მუზა იქნებოდა AI პოეტისთვის.

მაგალითად, მისაღები ოთახის ფოტოს საფუძველზე, პროგრამამ ასეთი ლექსი შექმნა:

„A book unfolds, its stories alive in ink,

A bottle holds secrets, whispers softly clink,

A car speeds by, on highways paved with dreams,

Parallel worlds converge, reality streams“.

რა თქმა უნდა, ეს ჯონ კიტსად ან პაბლო ნერუდად არ გაქცევთ, მაგრამ სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებლად ნამდვილად გამოგადგებათ. თანაც აპლიკაცია ამჟამად დახვეწის პროცესშია, რათა მომხმარებლებმა გაუმჯობესებული ვერსია მიიღონ.

FDA-მ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა!

როგორ დავეუფლოთ თხოვნის ხელოვნებას? — 5 კითხვა