6
Aug
2019

რა ხდება, როდესაც მშობელი ხდები? – Pampers-ის კამპანია

6 Aug 2019



ბავშვი არ ცვლის თქვენს ცხოვრებას, ბავშვი ცვლის ყველაფერს. თავიდან ყველაფერი იწყება კითხვით “სად მოვხვდი?”. შემდეგ იწყება დაბნეულობა, შიში, გაურკვევლობა და სანამ მივხვდებით, რომ უკვე მშობელი ვართ და ეს კი ჩვენი ახალი სამყაროა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს. Pampers ერთწუთიან რეკლამაში იმ განცდებსა და სირთულეებზე საუბრობს, რასაც მშობელი გადის, პატარასთან ერთად. თუმცა, არც ამ გიჟური თავგადასავლის ყველაზე მშვენიერი ნაწილი ავიწყდება და საერთო ჯამში, ბავშვის ყოლის რეალისტური სურათის გადმოცემას ცდილობს. კამპანიაზე სააგენტომ McKinney იმუშავა.

 

განხილვა