in

მუსლიმთა ლოცვა ახალი ზელანდიის ეროვნულ სიმბოლოზე

ავსტრალიელმა მულტიპლიკატორმა პეტ კემპბელმა ვერცხლისფერი გვიმრის ტოტი დახატა. ილუსტრაციაზე მუსლიმთა ლოცვის სცენებია გამოსახული. ასე გამოეხმაურა არტისტი ახალ ზელანდიაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარს, როცა იერიში 2 მეჩეთზე მიიტანეს და შედეგად, 50 ადამიანი გარდაიცვალა. ამიტომ, ნახატზე 50 ადამიანი ლოცულობს, ვერცხლისფერი გვიმრის ტოტ კი ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოა.

კემპბელმა ილუსტრაცია ჯერ კიდევ მაშინ შექმნა, როდესაც ინფორმაცია 49 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა. მოგვიანებით, კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. ამიტომ, არტისტმა, ნახატზე, კიდევ ერთი ფიგურა დაამატა.

ცეცხლი აინთო – „სამეფო ტახტისთვის“ თამაში დაიწყო

XX საუკუნის ქართველი აბსტრაქციონისტი – ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე