in

Panasonic-ი 100 წლის იუბილეს Cirque du Soleil-თან ერთობლივი პროექტით აღნიშნავს

Panasonic-ი 100 წლის იუბილეს Cirque du Soleil-თან ერთობლივი პროექტით აღნიშნავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი თანამშრომლობა შემთხვევითი არაა, ელემენტების – Bring Magic Alive რეკლამირების კონცეფცია ძალიან ახლოსაა Cirque du Soleil-ის ფანტაზიებთან და ამ სამყაროში კომპანია იწვევს თავის ყველა გულშემატკივარს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

„Panasonic-ის ელემენტები ისევე „აცოცხლებს“ საყვარელ ტექნიკას, სათამაშოებს და სხვადასხვა მოწყობილობებს, როგორც Cirque du Soleil-ის მსახიობები უსაზღვრო ნიჭითა და ოსტატობით სიცოცხლეს შთაუნერგავენ არაჩვეულებრივ წარმოდგენებს, აღვიძებენ ადამიანურ გრძნობებს და ამძაფრებენ ემოციებს“.

გარდა პროდუქციის ხაზისა, რომელიც წარმოდგენილია Cirque du Soleil-ის მსახიობების სასცენო ფოტოების თანხლებით, თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით ონლაინ კონკურსიც იწყება. კონკურსი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას მოსინჯოს საკუთარი თავი Cirque du Soleil-ის არტისტის როლში და შექმნას საკუთარი შოუ.

ვებ გვერდზე cirquedusoleil.panasonic-batteries.com რეგისტრაციის შემდეგ, „არტისტმა“ თავის ვირტუალურ დარბაზში რაც შეიძლება მეტი მეგობარი უნდა მოიწვიოს. თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ გროვდება ქულები და ამ ქულებით მოგვიანებით შესაძლებელია Cirque du Soleil-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნომრების ვიდეორგოლების ნახვა. მონაწილეები, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებზე ყველაზე მეტ მაყურებელს შეაგროვებენ, მიიღებენ მთავარ პრიზებს – აცხადებენ კომპანიაში.

მათი თქმით, გამარჯვებული დეკემბრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება და ის კომპანიის ერთერთ მუდმივ შოუზე ლას ვეგასში (აშშ) გაემგზავრება. დანარჩენი მონაწილეები კი Cirque du Soleil-ის საფირმო სუვენირებსა და Panasonic-ის პროდუქციას მიიღებენ საჩუქრად.

[R]

„დიდი პრობლემა გვქონდა, შემდგარ მუსიკალურ პროექტებად ვქცეულიყავით ბათუმელი ახალგაზრდები“ – #თაობა, ლევან გელიაშვილი

კოლაბორაცია “მეშაურმე” მუსტაფასთან! – DIESEL-ის უჩვეულო კამპანია