in

Panasonic ასი წლის იუბილეს Cirque du Soleil-სთან ერთად ახალი პროექტით აღნიშნავს

100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იაპონური კორპორაცია Panasonic ლეგენდარულ კანადურ Cirque du Soleil-სთან თანამშრომლობს. 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ევროპაში, ბელარუსში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში ონლაინ კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს მოუწევთ საკუთარი ვირტუალური შოუებს შექმნა. გაყიდვაში კი გამოვა ელემენტების ახალი ლიმიტირებული სერია Cirque du Soleil-ის პერსონაჟების გამოსახულებით, რომელთა გასტროლები მთელ ევროპაში მიმდინარეობს. უახლოეს თვეებში კი წარმოდგენები გაგრძელდება დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ბრაზილიასა და საფრანგეთში.

Panasonic-ისა და Cirque du Soleil-ის თანამშრომლობა შემთხვევითი არაა, ელემენტების – Bring Magic Alive რეკლამირების კონცეფცია ძალიან ახლოსაა Cirque du Soleil-ის ფანტაზიებთან და ამ ჯადოსნურ სამყაროში კომპანია იწვევს თავის ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. Panasoniის ელემენტები ისევე „აცოცხლებს“ საყვარელ ტექნიკას, სათამაშოებს და სხვადასხვა მოწყობილობებს, როგორც Cirque du Soleil-ის მსახიობები უსაზღვრო ნიჭითა და ოსტატობით სიცოცხლეს შთაუნერგავენ არაჩვეულებრივ დადგმებს/წარმოდგენებს, აღვიძებენ ადამიანების გრძნობებს და ამძაფრებენ ემოციებს.

გარდა პროდუქციის ხაზისა, რომელიც წარმოდგენილია Cirque du Soleil-ის მსახიობების სასცენო ფოტოების თანხლებით, თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით ონლაინ კონკურსიც იწყება. კონკურსი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას მოსინჯოს საკუთარი თავი Cirque du Soleil-ის არტისტის როლში და შექმნას საკუთარი შოუ.

ვებ გვერდზე cirquedusoleil.panasonic-batteries.com რეგისტრაციის შემდეგ, „არტისტმა“ თავის ვირტუალურ დარბაზში რაც შეიძლება მეტი მეგობარი უნდა მოიწვიოს. თითოეული მაყურებლის სანაცვლოდ გროვდება ქულები და ამ ქულებით მოგვიანებით შესაძლებელია Cirque du Soleil-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნომრების ვიდეორგოლების ნახვა. მონაწილეები, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებზე ყველაზე მეტ მაყურებელს შეაგროვებენ, მიიღებენ მთავარ პრიზებს. გამარჯვებული დეკემბრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. ის კომპანიის ერთ-ერთ მუდმივ შოუზე ლას ვეგასში (აშშ) გაემგზავრება. დანარჩენი მონაწილეები კი Cirque du Soleil-ის საფირმო სუვენირებსა და Panasonic-ის პროდუქციას გაინაწილებენ.

[R]

ფიროსმანის შედევრი ლოგოდ! ანუ თბილისის ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკოს“ ბრენდინგი

“ჩვენი კურსდამთავრებულების 95% დასაქმებულია” – ბუღალტერიის სასწავლო ცენტრი “ლიდერ ჯგუფი”