Panasonic-ს უფროსებისთვის ახალი სარეკლამო, თანაც სარეკომენდაციო პრინტ კამპანია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საჩუქრები არ ახარებთ პატარებს. მშობლებისთვის, ერთი შეხედვით, მისაღები და გამოსადეგი საჩუქარი, პატარებისთვის შესაძლოა მოსაბეზრებელი და სრულიად უფუნქციოც კი აღმოჩნდეს. მოსაწონ ვარიანტად Panasonic ბავშვების უპირატესობებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ საჩუქრებს თვლის, რომელსაც ელემენტები ესაჭიროებათ. ბრენდისთვის ორიგინალური პოსტერების შექმნაზე სააგენტო NBS-მა იზრუნა.















