in

Panda Express-ის რობოტი ვოკი სამზარეულოსთვის

რაც უფრო რთული ხდება თანამშრომლების პოვნა, სწრაფი კვების რესტორნები მეტად ცდილობენ, ინვესტიციები ავტომატიზაციისთვის გამოყონ. ამის უახლესი მაგალითია  Panda Express, რომელმაც გამოუშვა რობოტი ვოკი, სახელწოდებით Panda Auto Wok (PAW). მსგავსი გამოცდილება უკვე აქვთ შემდეგ სწრაფი კვების ობიექტებს: White Castle, Chipotle და Jack in the Box, რომლებიც რობოტულ სისტემებს იყენებენ. ცხადია, მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში აჩენს კითხვას – ჩაანაცვლებენ თუ არა რობოტები მუშახელს?

თავად Panda Express-ში აცხადებენ, რომ მათ საკამოდ დინამიკური და შრომატევადი პროცესის გამარტივება გადაწყვიტეს, რათა მომხმარებელს ჰქონდეს შეუფერხებელი მომსახურება. რობოტების გამოყენებით, ბევრად სწრაფად ხდება საკვების მომზადებაცა და ხარისხიც მაღალია. ახალი რობოტი საკვების მომზადების დროს 25%-ით ამცირებს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სტუმრების მოლოდინის დროც ამდენით შემცირდა. გარდა ამისა, ეს ახალი PAW ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ნებისმიერს, იყოს ვოკ-ოსტატი, რაც სხვა სწრაფი კვების ობიექტებს უხსნის გზას, რომ მათ შექმნან ახალი საოპერაციო პროცესები და უზრუნველყონ ეფექტურობა.

ამ სიახლეში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ტექნოლოგია თავდაპირველად Panda-სთვის შეიქმნა Miso Robotics-ის მიერ, თუმცა ახლა იგი იყიდება, როგორც სერვისი. კომპანია ჯერ კიდევ 2025 წლიდან ამზადებდა და ტესტავდა მსგავს რობოტებს. ხანგრძლივი სერტიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ, Panda-მ დაიწყო ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, რის შედეგადაც უკვე 120 ერთეული აქვთ ინტეგრირებული სისტემაში.

პანდას ოპერაციების ინოვაციებისა და ინჟინერიის გუნდი სხვა ავტომატური აღჭურვილობის შესწავლის ადრეულ ეტაპებზეა, რაც ხაზს უსვამს სექტორში ავტომატიზაციის მზარდ როლს. კომპანია იკვლევს, სამზარეულოს სხვა ასპექტებსაც, რათა დაინახოს, კიდევ სად შეიძლება იქნეს გამოყენებული ავტომატიზაცია.

Chrome-ის 7 ფუნქციით ონლაინ კითხვა მეტად მარტივი გახდება

ფედერერი 5 წლის წინ დადებულ პირობას Barilla-ს რეკლამაში ასრულებს