კრეატიული სააგენტო „პანდა“, როგორც თვითონ ამბობენ, ბაზარზე ახალი იმიჯითა და განსხვავებული მიდგომებით პოზიციონირდება.
„ Panda ისევ აქაა და ისევ აქტუალურია. კრეატიული სააგენტო ბაზარზე ახალი იმიჯითა და მიდგომებით პოზიციონირდება. პროპაგანდა – ეს არის ის, რითიც „პანდას“ ბაზარზე ახალი სიტყვის თქმა სურს“.
სააგენტოში ამბობენ, რომ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ხელწერით დასამახსოვრებელ პროდუქტს ქმნიან, რომელსაც სათქმელი, მომხმარებლამდე, სწრაფად და მარტივად მიაქვს.
კრეატიულ სააგენტოში ამბობენ, რომ მასების ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, რაც კამპანიის დაგეგმვაში განსაკუთრებულად ეხმარებათ.
„ Panda სარეკლამო კამპანიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და აქტიურ სივრცეს – სოციალურ ქსელს იყენებს. თუმცა, სურვილისამებრ სხვა პლატფორმებსაც და შესაძლებლობებსაც აძლევს დამკვეთებს“.
როგორც თავად ამბობენ, კრეატიული სააგენტოს მიზანი იმ ერთფეროვნების წინააღმდეგ გამოსვლაა, რასაც მარკეტინგულ ბაზარზე ხედავენ. მიაჩნიათ, რომ დღევანდელ სამყაროში, როდესაც ადამიანებს ცოტა თავისუფალი დრო რჩებათ, სულ უფრო რთულია ყურადღება მიიქციო მორიგი სარეკლამო კამპანიით.
„ამიტომ, გამორჩეული რამ არის საჭირო, რაც ადამიანებს ყოველდღიურ რუტინას მოწყვეტს“, – ასეთია „პანდას“ მიდგომა. ახალი მარკეტინგული კამპანიით Panda იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ საკმარისია გაიფიქრო…და შენს გარშემო არსებული ერთფეროვნების შეცვლას შეძლებ“.
შეგახსენებთ, „პანდამ“, ცოტა ხნის წინ, „თიზინგ“ კამპანია დაიწყო და როგორც თავად ამბობენ, სრულ ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე, მალე, სააგენტოს პრეზენტაციაზე ისაუბრებენ.
[R]