ქართულ სარეკლამო ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა – კრეატიული სააგენტო „პანდა“. საზოგადოებას პირველი პოსტერიც წარუდგინეს, გზავნილით „ისინი ვერ აკეთებენ პროპაგანდას“ და თუ დავაკვირდებით, ჩანს, ალეგორია რამდენიმე კომპანიას – Redberry, Socialsharks, Holmes & Watson, Metro, Betterfly, Leavingstone – ეხება.
ეს ნამუშევარი „თიზინგ“ კამპანიის ნაწილია, რომლითაც, სააგენტო, საკუთარ პოზიციონირებას, მიმართულებებსა და გეგმებს წარმოაჩენს. ამბობენ, რომ ყველა დეტალზე მოგვიანებით ისაუბრებენ, მათ შორის ამ პოსტერის იდეასა და წარსადგენ კამპანიაზე. ცნობილია კიდევ ერთი რამ – „პანდა“ არ ასოცირდება რეალურ ადამიანებთან.
პროექტი „პანდა“, რომელიც ახლა უკვე კრეატიული სააგენტოა, 2017 წელს გამოჩნდა და რამდენიმე ვიდეოც წარადგინა. თუმცა, ამ ფორმატით, საზოგადოებას მალე დაემშვიდობა: