in

პანდემიის პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონება $5 ტრილიონით გაიზარდა!

ამის პარალელურად, წლის განმავლობაში 80 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური

veon
veon

სამშაბათს Forbes-მა მილიარდერების წლიური სია გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, ბიზნეს სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანების საერთო ქონება გასულ წელთან შედარებით $5 ტრილიონით გაიზარდა.

2020 წლიდან 2021 წლამდე 5 უმდიდრესი ადამიანის სია ასე შეიცვალა:

  • ჯეფ ბეზოსის, Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება 2020 წელს 113 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2021 წლისთვის კი $177 მილიარდამდე გაიზარდა.
  • ილონ მასკის, SpaceX-ისა და Tesla-ს ქონება 24.6 მილიარდი დოლარიდან 151 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
  • LVMH-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბერნარდ არნოს ბიუჯეტი $76 მილიარდიდან 150 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
  • Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსის ქონება 98 მილიარდი დოლარიდან 124 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
  • მარკ ზაკერბერგის, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის ბიუჯეტი 54.7 მილიარდი დოლარიდან 97 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ბეზოსის შემთხვევაში პანდემიურმა სიტუაციამ “ამაზონის” საქონელსა და მომსახურებაზე დადებითი გავლენა იქონია – საგრძნობლად გაიზარდა მისადმი მოთხოვნილება, რაც ბეზოსის ბიუჯეტზეც აისახა. ილონ მასკის ბიუჯეტის ზრდაზე კი “ტესლას” მზარდმა საფონდო ფასმა იმოქმედა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ხალხის ეს გასაოცარი ნახტომები სწორედ ეკონომიკური გაურკვევლობისა და მილიონობით ადამიანის სამუშაო ადგილების დაკარგვის პერიოდში მოხდა. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე 80 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური. შედეგად კი,  აშშ-ში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა.

მიმი – ენის უნიკალური ფორმა – ანნა ჯიბლაძე

2 კრიზისი, 2 სიმდიდრე – როგორ ცვლის სოციალური გარდაქმნები ჩვენს სურვილებს?