7
Feb
2019

როცა გრძნობების გამოხატვა თამამად შეგიძლია! – Pandora-ს ოდა სიყვარულზე

7 Feb 2019

„თუ ნამდვილი სიყვარული გინდა, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ უსწორმასწორო გზებზე მოგიწევს სიარული. ნამდვილი სიყვარული ისე არ მოდის, უბრალოდ, მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდება. თუ მართლა რეალურ სიყვარულს ეძებ, მსხვერპლის გაღება მოგიწევს… მისი მოპოვება ხომ მარტივი არ არის“, – ეს ტექსტია სიმღერიდან, „პანდორას“ ოდა სიყვარულზე“, რომელიც სპეციალურად საიუველირო ბრენდ Pandora-ს „ვალენტინობისთვის“ განკუთვნილი კოლექციის რეკლამისთვის შეიქმნა, რასმუს ბილე ბენქის მიერ.

მიუხედავად ტექსტის შინაარსის სიმძიმისა, ვიდეორგოლში სრული სიმსუბუქე, სილაღე, ჰარმონია და ბედნიერებაა… რაც Pandora-ს დამსახურებაა – „ბრენდის ასიმეტრიულ გულის ფორმის სამკაულებთან ერთად, სიყვარულის გამოხატვა მარტივია“.

მარტო აღნიშნავ სიყვარულის დღეს, პარტნიორთან ერთად, თუ შენს საუკეთესო მეგობრების წრეში, Pandora-ს შენთვის, ყველა შემთხვევაში, ერთი რამ აქვს სათქმელი: „სიყვარული, შენკენ მომავალ გზას, აუცილებლად იპოვნის“.

საკულტო გულები, კუპიდონი და სხვა, ხელით დამუშავებული დეტალები, ვერცხლში; სასაჩუქრე ნაკრები: PANDORA Rose და PANDORA Shine, რომელშიც ორფერიანი სამაჯური და გულის ჩარმი შედის. Pandora შანსია, სიყვარულის დღეს, გრძნობები თამამად გამოხატოთ!

განხილვა