არსებობენ პერსონაჟები/სერიალები, რომლებიც იმდენად დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე, რომ ხშირად გვიჩნდება სურვილი, ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოვიტანოთ ხოლმე. საამისოდ საკმაოდ ბევრი გზა თუ საშუალება არსებობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ სამკაულების ბრენდმა Pandora-მ მომხმარებლებს ძალიან ბევრისთვის სათაყვანებელი ფილმების სერიით, Star Wars-ით შთაგონებული კოლექცია შესთავაზა.
ბრენდის დიზაინერებმა ვარსკვლავური ომების სცენარისტებთან აქტიური თანამშრომლობის შემდეგ გადაწყვიტეს, კოლექცია იმდენად იდენტური ყოფილიყო ფილმის გმირების, რომ ისინი პირდაპირ გალაქტიკიდან ჩამოფრენილი გვგონებოდა. ასეც მოხდა – ახალთახალი პანდორას კოლექცია 12 ნამუშევარს აერთიანებს. ნამუშევრები მოიცავს როგორც ჩარმებს, ისე სამაჯურსა და ლიმიტირებულად გამოშვებულ კოლექციონერის ჩარმს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=347260903050685″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]
ვარსკვლავური ომების მოყვარულებს უკვე შეუძლიათ, ხელზე ან გულზე ჩამოიკიდონ თავიანთი საყვარელი პერსონაჟების ჩარმები და Star Wars-ის ლოგო. მაგალითად, ბევრმა შეიძლება სასაცილო meme-ებიდან იცის Baby Yoda, თუმცა ის ვარსკვლავური ომების საპატიო პერსონაჟია. გარდა Star Wars-ის მოყვარულებისა მისი ჩარმი ალბათ უცხოპლანეტელებით დაინტერესებულ საზოგადოებასაც მოეწონება. ვისაც ენების არცოდნის პრობლემა აქვს C-3PO-ს, ანუ პროტოკოლური დროიდის ჩარმი ენების გადათარგმნაში დაეხმარება, ის ხომ ცნობილი თარჯიმანია. ხოლო თუკი გზის გაგნება გაგიჭირდათ, მაშინ BB-8-ს ჩარმს მიმართეთ, რომელიც მართვადი რობოტია და რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რუკას ფლობს.
დღესდღეობით Star Wars-ის მრავალფეროვანი კოლექციის შეძენა შესაძლებელია TI’ME-ისა და პანდორას ყველა ფილიალში.
ხოლო მანამ, სანამ კოლექციას ცოცხლად ნახავდეთ, გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დეტალურადაა მოთხრობილი პანდორას ახალი პროდუქტების შესახებ და რომლის გმირებიც სწორედ რომ ვარსკვლავური ომების შესაბამისად არიან გამოწყობილნი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/timelessgeorgia/videos/626445071366387/” width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]
კოლექციის ონლაინ ნახვასა და შეძენას აღნიშნული ბმულიდან შეძლებთ.
[R]











