in

შეცვალე PANDORA-ს ძველი სამკაული ახლით

Pandora-ს თილისმებიანი (ჩარმებიანი) სამკაულით ადამიანის შესახებ მთელი მისი ისტორიის გაგებაა შესაძლებელი: სად უმოგზაურია, რა იტაცებს, როგორია მისი პირადი ცხოვრება და ინტერესები?! Pandora-ს კლუბის წევრები ერთმანეთს ერთი შეხედვით ცნობენ და მათთვის ყველაზე უკეთაა ცნობილი, რომ ეს ბრენდი მხოლოდ ჩარმები არაა – ბოლო დროს Pandora-ს სამკაულების კონცეფცია სრულიად შეცვლილია და თუკი ადრე საყვარელი აქსესუარის გარეშე სახლიდან არ გადიოდნენ, დღეს, შეიძლება, მათ მოძველებულად მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ, Pandora-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში – Ti’me ახალ აქციას იწყებს. დეტალებზე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან გაბატიშვილს ვესაუბრეთ.

Trade in-ის კამპანიის ფარგლებში, საათები Pandora-ს სამკაულებით შეიცვალა. როგორ გაჩნდა აქციის იდეა?

ქეთევან გაბიტაშვილი: ცოტა ხნის წინ, ადამიანებს ძველი და დაზიანებული საათების ახალში გაცვლის შესაძლებლობა მივეცით და ამას იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ აქციის გაგრძელების იდეა გაჩნდა. ამჯერად, Pandora-ს სამკაულების თაყვანისმცემლებს ეძლევათ საშუალება, ძველი აქსესუარი მაღაზიაში მოიტანონ და ახალ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება მიიღონ. ბრენდმა, რომელიც 1982 წელს, კოპენჰაგენში დაიბადა და მსოფლიოს გარშემო მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს, რადიკალურად შეცვალა კონცეფცია, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. შეიცვალა და დაიხვეწა ვიზუალი, დაემატა ახალი აქსესუარები და ჩვენს მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ Pandora-ს სამკაულები, მივეცით საშუალება, განაახლონ საკუთარი კოლექცია, Pandora-ს ახალ მიმართულებებთან ერთად.

როგორი მოლოდინი გაქვთ – ძირითადად რა ტიპის სამკაულები შეიძლება გაიმეტონ მომხმარებლებმა ახალ კოლექციაზე ფასდაკლების მისაღებად?

ვინაიდან Ti’me „პანდორას“ ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ჩვენ ველით, რომ ისევ ჩვენი ძველი მომხმარებლები დაბრუნდებიან ახალი კოლექციების შესაძენად. ვფიქრობ, რომ ძირითადად სამაჯურებს და ჩარმებს მოიტანენ, თუმცა შეზღუდულები არ არიან. თუკი, ადრე, Pandora-ს ბრენდის წამყვანი სამკაული სამაჯური და ჩარმები იყო, ახლა ბრენდს ბევრი ახალი მიმართულება აქვს: საყურე, ყელსაკიდები და ბეჭდების კოლექციები. ფასდაკლებაც სრულ კოლექციაზე ვრცელდება და ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ Pandora-ს ტრენდებს ფეხი აუწყონ.

რა პროცედურის გავლა მოუწევს მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს ფასდაკლების მისაღებად და რამდენ ხანს გრძელდება აქცია? 

მომხმარებლისთვის პროცედურა არანაირად არ იქნება დისკომფორტის შემცველი, არც დიდ დროს წაიღებს. მხოლოდ მცირე, საინფორმაციო ბლანკის შევსება მოუწევთ სალაროსთან ფასდაკლების მისაღებად, რასაც ჯამურად 2-3 წუთი დასჭირდება.

აქცია 10 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ აქციით ისარგებლონ, ბუნებრივია Pandora-სა და Ti’me-ს ყველა გაყიდვების წერტილში.

საინტერესოა, კომპანიას რა გეგმები აქვს მეორად სამკაულებთან დაკავშირებით?

პროდუქციის უკან დაბრუნებას საქველმოქმედო მოტივი აქვს. მომხმარებლის მიერ მოტანილი, ძველი პროდუქცია რეალიზაციაში არ ბრუნდება. ჩვენი მიზანია, რომ ძველი აქსესუარები გადავამუშაოთ და ვერცხლის ღირებულება სრულად გავცეთ ადამიანებზე ან მიუსაფარ სახლებზე, სადაც ეს სჭირდებათ. მართალია, ჯერ არ ვიცით, რა რესურსის მობილიზება მოხდება და როგორ იაქტიურებს მომხმარებელი, თუმცა ვიცით, რომ ისინი ჩვენთან ერთად დიდი, საქველმოქმედო საქმის მონაწილეები ხდებიან.

 

[R]

ახალი კვლევა – “მალხენი აირი” დეპრესიისგან განკურნების საშუალებაა

როგორი იქნებოდა ჯადოქრების ცხოვრება, KitKat რომ ჰქონოდათ? [ვიდეო]