in

ხილის ლუდისთვის „მხიარული“ ვიზუალური იდენტობა შეიმუშავეს

PangPang Pusher ხილის ლუდის ბრენდია, რომლის წარმოებაც 2018 წელს შვედეთში დაიწყო. ატამი, მარწყვი, მანგო, გრეიპფრუტი, მაყვალი და საზამთრო სასმელს გამორჩეულ არომატს სძენს, თუმცა ამ შემთხვევაში ვიზუალური იდენტობა უფრო გვაინტერესებს…

მარტივად გამოკვეთილი ილუსტრაციები, ცოცხალი ფერების ფართო დიაპაზონი და ადვილად წაკითხვადი შრიფტი ის მახასიათებლებია, რომლებიც ბრენდინგის სტრატეგიულ განმსაზღვრელად იქცა. ქილაზე, კონკრეტული ხილის ილუსტრაციასთან ერთად, დატანილია ეტიკეტიც — ერთგვარი ინფორმაციული მხარე, რაც ასევე კრეატიულადაა გადაწყვეტილი. საგულისხმოა თუნდაც მიმოფანტული ასოები — თითქოს არეული, მაგრამ მაინც მარტივად აღსაქმელი.

გადაეშვი ალტავერსში – ახალი ანიმაცია Alta-ს ონლაინსივრცეში გვეპატიჟება

Figma-ს ახალი AI ხელსაწყოები ონლაინ შეხვედრებს გაგიმარტივებთ