ვიზუალური ხელოვანი დიონისიო გონსალესი უჩვეულო ამფიბიურ საცხოვრებელ სახლებს წარმოგვიდგენს. Wittgenstein’s Cabin სერიაში შემავალი არქიტექტურული ილუსტრაციები მეტალში გახვეული სათამაშო ფორმებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ დიონისიო უამრავ სხვადასხვა ფორმასა და მასშტაბს იყენებს, თითოეული მათგანი წყლის ფანტასტიკური “სხეულის” შემადგენელ ნაწილად აღიქმება.

აღსანიშნავია, რომ სერიის სახელწოდების შთაგონება ლუდვიგ ჯოზეფ იოჰან ვიტგენშტაინის ნაშრომიდან მომდინარეობს… ეს უკანასკნელი იყო ფილოსოფოსი, რომელიც მათემატიკის, გონებისა და ენის პრინციპებს სწავლობდა. 1914 წელს ვიტგენშტაინმა ნორვეგიის პატარა სოფელ სკიოლდენში ქოხი ააგო — ეს ქოხი პირდაპირ ტბას გადაჰყურებდა. მართალია, ფილოსოფოსის ნამუშევარი ვიზუალურად ძალიან განსხვავდებოდა გონსალესის უჩვეულო სტრუქტურებისგან, თუმცა ორივე მათგანი აზრების შესწავლის ადგილად იყო ჩაფიქრებული.
























