in

Don’t hate me because I’m beautiful – Pantene-ის ისტორია

ევროპაში პირველად 1945 წელს დანერგილი Pantene დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თმის მოვლის ბრენდია Procter and Gamble-ისგან. მან თმის მოვლის ბაზარი მას შემდეგ დაიპყრო, რაც პიონერად მოგვევლინა პროვიტამინი B5-ს გამოყენების კუთხით. ეს არის მკვებავი ნივთიერება, რომელიც შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს თმის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ის მას უფრო ძლიერსა და ლამაზს ხდის. 

istoriebi
istoriebi

მრავალი წელია, Pantene ეხმარება ქალებს თმასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. დღეს Pantene არის უმაღლესი ხარისხის თმის პროდუქტების სინონიმი, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს საუკეთესო სალონებში. Pantene-ის ბრენდი მოიცავს შამპუნებს, კონდიციონერებს, თმის პროცედურებისთვის გამოსაყენებელ პროდუქციას. ის გთავაზობთ არჩევანს ყველა ტიპის თმის, ფერისა და სტილისთვის.

მოდი, ერთად გადავხედოთ ამ ბრენდის ისტორიას…

შვეიცარიაში დაწყებული ამბავი

1940-იან წლებში შვეიცარიული წამლების კომპანიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პანთენოლის გამოყენება თმისთვისაც არის შესაძლებელი. წამალი, რომელიც დამწვარი კანის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ფლობდა თვისებებს, რომლებიც წარმოუდგენელ სარგებელს ანიჭებდა დაზიანებულ თმას.

Pro-V Science

ამ საოცარმა აღმოჩენამ მის ავტორს, ჰოფმან-ლა როშს გზა გაუხსნა. მას პარტნიორობა შესთავაზა The Vitamin Pope-მა და თანამშრომლობა დაიწყო დოქტორ გუსტავ ერლემანთან, რათა შეექმნა ექსკლუზიური ფორმულა თმის მოვლის საშუალებებისთვის. საკმაოდ ბევრი დღისა და საათის ინვესტიცია დასჭირდათ პარტნიორებს საბოლოო პროდუქტის მისაღებად – ინჟინერიიდან ტესტირებამდე და ყველა ასპექტის სრულყოფამდე. საბოლოოდ შეიქმნა პირველი Pro-V Science თმის მოვლის ფორმულა და პირველი შამპუნიც გამოვიდა, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა.

სწორი ნაბიჯი – მარკეტინგული კამპანია

როგორი წარმატებულიც არ უნდა ყოფილიყო ფორმულა, აუცილებელი იყო საზოგადოებისთვის ამ პროდუქტის უკეთ გაცნობა. 1986 წელს Pantene-მა წამოიწყო სარეკლამო კამპანია, რომელიც ახლა განიხილება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კამპანია. 

მას ერქვა “Don’t hate me because I’m beautiful”. მიუხედავად იმისა, რომ ის გააკრიტიკა მაშინდელმა ფემინისტურმა საზოგადოებამ, ფაქტი ერთია – ბრენდს მან დიდი წარმატება მოუტანა. კამპანიის სლოგანი კი პოპკულტურაში ერთგვარ გამოთქმადაც კი დამკვიდრდა.

90-იანი წლები

90-იანები ბრენდისთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ამ წლების დასაწყისში Pantene-მა დაიწყო სწრაფი ექსპანსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ შორის იყო: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, იაპონია და სხვა – ანუ, ფაქტობრივად, მთელ პლანეტაზე გავრცელდა. 

იმავე პერიოდში Procter & Gamble Taiwan-მა წამოიწყო ახალი სარეკლამო კამპანია თავისი ახალი Pantene Pro-V ფორმულის გარშემო, რომელიც აერთიანებს Pantene ვიტამინის ფორმულას და P&G-ის ორი ერთში ტექნოლოგიას. Pantene Pro-V პირველად დაინერგა ტაივანში და ერთი წლის შემდეგ აშშ-ში. 

ბრენდმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ქალებისთვის თმის იდეალური სტანდარტი არის სიჯანსაღე და რომ ამის პირველი ნიშანია თმის ბზინვარება. ისიც დადგინდა, რომ ქალების უმეტესობა წუხდა საკუთარი თმის გამო და მას დაზიანებულად მიიჩნევდა. 

შესაბამისად, Pantene-მა წამოიწყო კამპანია, რომელიც აპელირებდა ჯანმრთელობაზე და შემუშავდა ახალი სლოგანი –  “Hair So Healthy It Shines.” ახალი პროდუქტი Pantene Pro-V-ც დაინერგა ახლად შექმნილ ცილინდრული ფორმის ბოთლებში. ამ კამპანიის შემდეგ Pantene იყო თმის მოვლის #1 ბრენდი მთელ მსოფლიოში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი  გაყიდვებით.  1996 წლისთვის ის კვლავ ლიდერობდა 78 ქვეყანაში, ხოლო 1998 წლისთვის ის იყო წამყვანი შამპუნი 90 ქვეყანაში.

ბრენდი დღეს

2012 წელს დაარსდა Pantene Hair Research Alliance, რომელმაც Pantene-ის კვლევა და განვითარება სხვა დონეზე გადაიყვანა. მეცნიერებისა და სილამაზის შერწყმით, ალიანსი აგრძელებს უფრო ძლიერი გადაწყვეტილებების შემუშავებას თმის მოვლის ეფექტური რეჟიმის შესაქმნელად. დღეს, 60 წელზე მეტი ხნის განვითარებისა და 1000-ზე მეტი ფორმულის მიღების შემდეგ, Pantene-ის დაუოკებელი სწრაფვა სრულყოფილებისკენ აგრძელებს თმისთვის ჯანსაღი და მკვებავი პროდუქციის წარმოება-გაყიდვას.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Viber Plus: პრემიუმ სერვისი ექსკლუზიური ფუნქციებითა და პერსონალიზაციის შესაძლებლობით

ბიტკოინი 15 წლის გახდა: „თეთრი ფურცლით“ დაწყებული ახალი გვერდი ისტორიაში