წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, ყველა ქალს თავისი შესაძლებლობებისა და ძალის ბოლომდე წარმოჩენა რომ შეეძლოს? Pantene-მა, სულ ცოტა ხნის წინ, სპეციალურად მალაიზიიისთვის შექმნა კამპანია Wanita Besi, რაც ითარგმნება როგორც “რკინის ქალი”. მართალია, ამ ტერმინს ყველა მკაცრ ჩარჩოებში განიხილავს, თუმცა, ბრენდის განზრახვა სრულიად სხვაგვარია. Pantene-ს სურს, ყველა ქალმა თავისი ოცნებების და მიზნების განხორციელებაზე უფრო აქტიურად იზრუნოს, ამასთან ისე, რომ ბუნებრივი სილამაზე და სინაზე არ დაკარგოს.