in ,

ბილბორდი, რომელსაც გამონაბოლქვის გამო, თმა სცვივა – Pantene-ის ორიგინალური კამპანია 

საზოგადოების ნაწილს არასაკმარისი ინფორმაცია აქვს ჰაერის დაბინძურების უარყოფით ზემოქმედებაზე. უმეტესობა თვლის, რომ ეს პრობლემა მოქმედებს მხოლოდ კანზე და ძალებს არ იშურებს თავის დასაცავად. თუმცა, რეალურად გამონაბოლქვს ყველაზე ცუდი გავლენა თმაზე აქვს და უფრო მეტიც, იწვევს მის ცვენას. იმისთვის, რომ ამ საკითხის გარშემო ცნობიერება აემაღლებინა, Pantene-მა ძალიან ორიგინალური კამპანია განახორციელა. სააგენტო Grey-ს დახმარებით შექმნილი ბილბორდი, რომელსაც თმები სცვივა კომპანიამ ტაილანდში დაამონტაჟა. ეს უჩვეულო ბილბორდი, სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით, გამონაბოლქვზე რეაგირებს და როგორც კი მისი მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს, იწყება “თმის” ცვენა. საბოლოო ჯამში კი, ბილბორდზე რჩება მხოლოდ ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც გარემოს გაფრთხილებასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს.

 

Forsa Express – ამანათებისა და ტვირთების ექსპრეს გადაზიდვები ჩინეთიდან საქართველოში

კიდევ ერთი გაქცევა საკუთარი ქორწილიდან! – Renault-ის ვიდეორგოლი