in

PANTONE-მა 2023 წლის ფერი დაასახელა!

წარმოგიდგენთ „არატრადიციულ ელფერს არატრადიციული დროისთვის“ — PANTONE-მა  2023 წლის ფრად 18-1750 Viva Magenta დაასახელა. ოპტიმიზმის, სიძლიერისა და ექსპერიმენტების სიმბოლოდ შექმნილი ჟოლოსფერი წითელი მეამბოხე სულის მქონე კრეატივებს სითამამისკენ მოუწოდებს.

„PANTONE 18-1750 Viva Magenta მოდის წითელი ოჯახიდან და შთაგონებულია კოშენილის წითლით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საღებავით, რომელიც ეკუთვნის ბუნებრივ საღებავების ოჯახს და მსოფლიოში ყველაზე ძვირადაც ფასობს. ეს ფერი ხელახლა გვაკავშირებს პირველყოფილ მატერიასთან. ბუნების ძალების მოწოდებით, ის აცოცხლებს ჩვენს სულს, ხელს უწყობს ჩვენი შინაგანი ძალების გაძლიერებას“, — განმარტავს ლეატრის ეიზმანი, PANTONE-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან, PANTONE 18-1750 Viva Magenta-ს არსის გასაცოცხლებლად, კომპანია დიდი ხნის პარტნიორ Huge-თან ერთად მუშაობდა, Midjourney AI ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა ფერი ვიზუალურად წარმოედგინა.

გარდა ამისა, კომპანიებმა მეტავერსშიც კი შექმნეს შესაბამისი ეკოსისტემა, სახელწოდებით Magentaverse. ამ უკანასკნელში შესაძლებელია იმერსიული გამოცდილების მიღება, რომელიც სავსეა ტექსტურებისა და ურთიერთქმედებების სხვადასხვა ოთახით — ვიზუალური, სმენითი და ტაქტილური.

„კარფური” გაფართოებას აგრძელებს – თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

რა დაემართება კოსმოსიდან ჩამოგდებულ კვერცხს? — NASA-ს ინჟინრის პასუხი