PANTONE-მა 2024 წლის ფერები დაასახელა გაზაფხული/ზაფხულის სეზონებისთვის. როგორც ყოველთვის, ფერები მრავალმხრივი კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად გამოიკვეთა — თითოეული მათგანი ეხმიანება ხალხის სურვილს ავთენტურობასა და საკუთარი თავის გამოხატვასთან მიმართებით. ცოცხალი ჩრდილების ნაზავი, ბუნებით შთაგონებული ტონები და მარადიული ძირითადი ფერები ერთმანეთს ერწყმის, რაც თბილ ფერებთან შესაბამისობაში მოდის.
როგორც თავად PANTONE-ში აღნიშნავენ, შედეგად მიღებული პალიტრა ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ნოსტალგიასთან ასოცირდება. ექსპერტების აზრით, ეს ფერები მეტყველებს თავისუფლების ახლად აღმოჩენილ გრძნობაზე, აღვიძებს ჩვენს შემოქმედებით პოტენციალს, როდესაც ხელახლა განვსაზღვრავთ მომავალს.
10 ელფერს შორისაა: Rooibos Tea, Watercress, Pastel Lilac და Capri. ამ ცოცხალ სპექტრს ერწყმის შედარებით ნეიტრალური ფერები: Mushroom, Quiet Shade და Brush.
„ეს ფერები გათავისუფლების გრძნობას აღძრავს. ხსნის ფანტაზიას და აძლიერებს, ათავისუფლებს ჩვენს უნიკალურ მხატვრულ სულს. ისინი საშუალებას გვაძლევს, საკუთარი თავი მეტად კრეატიული გზებით გამოვხატოთ“, — აღნიშნავს PANTONE-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლეატრი ეიზმანი.