in

PANTONE-მა 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის ფერები წარადგინა

ფერების ტრენდები მუდმივად იცვლება… PANTONE Color Institute-მა კი, New York Fashion Week-თან ერთად, 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის Fashion Color Trend Report უკვე წარადგინა. რაღაც ნაცნობსა და უცნობს შორის ბალანსს გვთავაზობენ, დროში გამოცდილ ნეიტრალურ ფერებს მდიდრულ და გამომხატველ ტონებთან აერთიანებენ. ექსპრესიული ელფერით გამოირჩევიან, რომლებიც ნოსტალგიასაც აღვიძებს და მომავლისადმი ოპტიმისტურადაც განგვაწყობს…

BOG
BOG

როდესაც მოდა ახალ გზებს ეძებს წინსვლისთვის, ახალი სილუეტებისთვის, მასალებისა თუ ტექსტურებისთვის, ნაცნობი ფერების ხელახლა გამოგონება თანამედროვე ტრანსფორმაციას გვთავაზობს. ჭეშმარიტი შემოქმედებითობა ყოველთვის ახლის ძიებას კი არ ეხება, არამედ არსებულის ხელახლა წარმოდგენას, რაც ექსპერიმენტების საშუალებას გვაძლევს, — განმარტავს ლეატრიც ეისმანი, PANTONE Color Institute-ის ხელმძღვანელი.

შემოდგომა-ზამთრის ფერთა პალიტრა 2025-2026 წლისთვის Lemongrass-ის ლიმონისა და მწვანე ფერის ნაზავით, Brandied Melon-ის ჩამქრალი ფორთოხლისფრითა და Lyons Blue-ის მდიდრული ხავერდოვანი ლურჯითაა წარმოდგენილი. ამას ემატება Damson-ის დრამატული იასამნისფერი, Primrose Pink კი პალიტრას მეტად ნაზსა და დელიკატურსა ხდის:

სეზონის ფერები კიდევ უფრო რომ გაემდიდრებინათ, Winterberry შემოგვთავაზეს წითელი ელფერით და ყავისფერი Hot Chocolate-ის სახელით. ხოლო Chili Oil მკვეთრი წითელი ფერით აცოცხლებს 2025/2026 წლის პალიტრას, რომლის ბოლოსაც Poppy Red-ის შთამაგონებელი ელფერი გვხვდება:

თუმცა საუბარს ამით არ ვამთავრებთ, PANTONE-მა, 2025-2026 წლის შემოდგომა/ზამთრის პალიტრასთან ერთად, 5 სეზონური ფერი წარადგინა — Bright White, French Roast, Vapor Blue, Crown Blue და Mauve Wine:

მანამდე კი 2025 წლის ფერიც დაასახელა.

Google-ის სარეკლამო შემოსავლები მცირდება, ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების ფონზე

დალაგება გეზარებათ? — აი, 3 უფასო ვებგვერდი Zoom-ის ვირტუალური ფონისთვის