4
Jun
2019

ფერთა პალიტრა, რომელიც მარჯნის რიფების ეკოკატასტროფაზე გვესაუბრება

4 Jun 2019

Pantone-მა და Adobe-მ შექმნეს ფერთა პალიტრა იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მარჯნის რიფი კლიმატურ ცვლილებაზე. როდესაც დიზაინერულმა პლატფორმა Pantone-მა “ცოცხალი მარჯანი” დაასახელა წლის ფრად, ბევრმა აღნიშნა, რომ სახელში ირონია შეინიშნებოდა. ეს იმიტომ, რომ მარჯნის რიფები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან სწრაფად კარგავს ფერს და კვდება. ახლა კი “მანათობელი” ფერების პალიტრის გამოშვებით, კომპანიამ ბევრი დააფიქრა ეკოლოგიურ კატასტროფაზე. “მანათობელი ლურჯი”, “მანათობელი ყვითელი” და “მანათობელი იასამნისფერი” არის ვიზუალური ინდიკატორი, რომ არამხოლოდ მარჯნის რიფების ეკოსისტემაა საფრთხის ქვეშ, არამედ მთელი პლანეტა. კამპანია Adobe-სთან და ოკეანის სააგენტოსთან ერთად შეიქმნა. მისი მიზანია, კრეატივის საშუალებით, საზოგადოების ყურადღება კლიმატური კრიზისისკენ მიაპყროს.

განხილვა