in ,

Pantone-ის AI ხელსაწყო ფერთა პალიტრის შექმნაში დაგეხმარებათ

Lenovo
Lenovo

Pantone-მა წარადგინა AI ხელსაწყო, რომელიც ფერების პალიტრის ავტომატურ შექმნას უზრუნველყოფს. ის Microsoft Azure OpenAI-ის დახმარებით შეიქმნა და განსაკუთრებული იმით გახლავთ, რომ Pantone-ის გუნდმა AI მოდელს საკუთარი 60-წლიანი უნიკალური მონაცემების ათვისების საშუალება მისცა. ხელსაწყო უკვე ჩაშენებულია Pantone Connect-ში და Adobe-ის აპლიკაციებთან მუშაობს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფერთა პალიტრა დიზაინერებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, მაგრამ მათი შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, საიდანაც ინსპირაციას აიღებ – აი, სწორედ ეს პრობლემა გადაჭრა ახალმა ინსტრუმენტმა.

სისტემა მარტივად მუშაობს – უბრალოდ ჩაწერ, რა გინდა და მაშინვე იღებ მზა პალიტრას განმარტებებით. ამის შემდეგ, შეგიძლია დამატებითი კითხვებით დახვეწო შედეგი, როგორც ჩვეულებრივი ჩატბოტის შემთხვევაში.

რით არის ეს ხელსაწყო გამორჩეული? მისი მთავარი უპირატესობა არა მისი ინტერფეისი (რომელიც ნებისმიერი ჩატბოტის მსგავსია), არამედ ის მონაცემებია, რასაც ეყრდნობა. პალიტრები ეფუძნება Pantone-ის მრავალწლიან კვლევებს, ტრენდების პროგნოზირებას და Color Institute-ის დაარსებიდან დაგროვილ ცოდნას.

საინტერესოა, რომ Microsoft-ის ტექნოლოგიური დახმარების მიუხედავად, Pantone-მ პრინციპულად მხოლოდ საკუთარი მონაცემები გამოიყენა. სოლომონის თქმით, მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ შექმნილი პალიტრები ნამდვილად კომპანიის ექსპერტიზას ასახავდეს.

AI ხელსაწყო რეგულარულად განახლდება. უახლოესი განახლება მაშინ მოხდება, როცა მომავალ თვეში Pantone წლის ფერს გამოაცხადებს.

დიზაინერებმა, რომლებმაც გასულ კვირას Adobe MAX-ზე სიახლე გამოსცადეს, განსაკუთრებით დააფასეს ის ფაქტი, რომ სისტემა Pantone-ის ავთენტურ მონაცემებზეა აწყობილი. ერთ-ერთმა მათგანმა მას „ეთიკური AI“ უწოდა.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ბეტა ვერსიაა. კომპანია აპირებს AI ხელსაწყოს დახვეწას მომხმარებლების გამოხმაურებების მიხედვით. სასიხარულოა, რომ სიახლე ყველა Pantone Connect მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის უფასო პაკეტის მფლობელებისთვისაც.

წყარო: Fastcompany

როცა ადამიანების დახმარების სურვილი არ გაჩერებს — გიგა ფირცხელავა

თურმე, რას ნიშნავს Lexus-ისთვის ფუფუნება — სამი ემოციური ამბავი